ხაზარაძე: პოლიტსაბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა გადაწყვეტილება მანდატების ჩახსნაზე

ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომ კენჭისყრის შედეგად საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, […]

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ თავი მოუყარა ინფორმაციას, რომლითაც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გამართა, სადაც მათ გააცნო მათ მიერ თავმოყრილი ინფორმაცია, რომლითაც გაერთიანება ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. პრეზენტაცია გამართა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. · „მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა ორი ამერიკული ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩატარებულ ეგზიტპოლებსა და ცესკოს მონაცემებს შორის, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა არჩევნები“: Edison Research-ის შემთხვევაში 13%, HarrisX-ის […]

ტაჯიკეთში დაიწყო რვა მაღალი რანგის მოხელის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სასამართლო

ტაჯიკეთში რვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე წარდგა სასამართლოს წინაშე. მათ ბრალად ედებათ მონაწილეობა შეთქმულებაში ძალადობის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მასობრივი არეულობების მოწოდებასა და სიძულვილის გაღვივებაში. სასამართლო პროცესში, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს საგამოძიებო იზოლატორში, მონაწილეობენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხამროხონ ზარიფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესმდივანი აბულფაიზ ატოი […]

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ – გაერთიანება მზაობას გამოთქვამს, აქტი პრეზიდენტის ჩართულობით შესრულდეს

პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა და საარჩევნო სიების ჩახსნისა და სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაამტკიცა. შესაბამის განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. “ძლიერი საქართველო“ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული, სთავაზობს, რომ შესაბამისი პროცედურული ქმედება ერთობლივად – ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ და სიების ჩახსნისა და მანდატების […]

თსუ ლიტერატურული კონკურსი „ლეგენდა“ – იმპროვიზაციული ტური მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ლეგენდა“ მეთექვსმეტედ იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თსუ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. ლიტერატურული კონკურსი იმ სტუდენტებისთვისაა, ვისაც ლიტერატურა უყვართ, საკუთარი თავის მწერლის სტატუსით გამოცდა სურთ, ან საამისოდ უნარების დახვეწა უნდათ. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან პირველ […]

ელენე ხოშტარია – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი, „შარლ მიშელი 2“ არ იქნება!

არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება, – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას „რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში ისევე, როგორც 2020 წელს“. როგორც ელენე ხოშტარიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტნიორებმაც და ოპოზიციამაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ […]

“ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო” – გვარამია

ამ წუთებში კოალიცია “ცვლილებისთვის“ იმ დარღვევების კრებულს წარადგენს, რომელიც მათი თქმით, არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებაა. კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ლიდერების თქმით, პრეზენტაცია ნათარგმნია და ის საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ. ნიკა გვარამიამ ოპოზიციის შეცდომაზეც ისაუბრა: “ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა“, -თქვა გვარამიამ და იქვე დასძინა, […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 ნოემბრამდე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და […]

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ, 3.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას reuters-ი CoinGecko-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ანალიტიკისა და მონაცემთა აგრეგატორის CoinGecko-ს თანახმად, კრიპტოვალუტების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ აზიაში 14 ნოემბრის დილას თითქმის 3,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. კრიპტოვალუტის გლობალურ ბაზარზე აქციების ფასების და კაპიტალიზაციის ზრდა აშშ-ს საპრეზიდენტო არცევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება.

“ხმების გუშაგები” – ბათუმში სტუდენტების პროტესტი იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით “გუშაგები” დააფუძნეს და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ. სტუდენტები “ქართული ოცნების” მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. “გუშაგის” წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია “ოცნების” მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში. […]