საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შეშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა. „ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი. სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე […]

გამოქვეყნდა რუსეთში ჩრდილოკორეული საარტილერიო სისტემის ფოტო

რუსეთის სამხედრო არხებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია ჩრდილოეთ კორეის საარტლერიო სისტემა რუსეთში. ფოტოზე ჩანს სარკინიგზო პლატფორმაზე დადგმული 170მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რაც არასტანდარტულია რუსეთის არმიისთვის. სისტემა ცნობილია სახელწოდებით М1989 ან М1978 „კოქსანი“ და მას ჩრდილოეთი კორეა აწარმოებს. როდისაა ფოტო გადაღებული, უცნობია. აქამდე არ გავრცელებულა ცნობები რუსეთისთვის ჩრდილოკორეული არტილერიის მიწოდების შესახებ. М1989 თავად კორეის […]

„ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია უარს იტყვის საპარლამენტო მანდატებზე და ცესკოში გაიუქმებს ე.წ. სათადარიგო სიას. „გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს „ქართული ოცნების“ პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში […]

რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს

რესუბლიკურმა პარტიამ, სენატის შემდეგ, ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად საჭირო მანდატების რაოდენობა მოიპოვა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არიზონაში, ოთხშაბათს ადრე კი კალიფორნიაში, პარტიას 218 მანდატი მოუტანა, რომლიც უმრავლესობას ქმნის. რესპუბლიკელებმა სენატის კონტროლი ადრე დემოკრატებისგან მოიპოვეს. კონგრესის ორივე პალატაში მიღებული უმრავლესობით, რესპუბლიკელი ლიდერები, მომავალი ადმინისტრაციის წრაფ დამტკიცებას და ქვეყნის შესახებ, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხედვის სწრაფ […]

ვთავაზობთ ყველა ძალას ერთობლივად ჩავხსნათ სიები და დავტოვოთ მანდატები – ხაზარაძე – Netgazeti • მამუკა ხაზარაძე • „ძლიერი საქართველო“ • Netgazeti.ge

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სთავაზობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ ძალებს, რომ კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს ჩახსნან სიები და დატოვონ მანდატები. ხაზარაძის თქმით, მეტი საჯაროობისთვის, მზად არიან, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით. „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა […]

არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს მოსთხოვა იმ დღეს ქვეყანაში ჩამოსული პირების სიები – ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს მთავრობამ მოქმედ ავიაკომპანიების მოსთხოვა იმ დღეს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების სია. ჯაფარიძის თქმით, ეს ინფორმაცია ხელისუფლებას კენჭისყრისას ე.წ. კარუსელის მეთოდის გამოყენებისთვის სჭირდებოდა. ჯაფარიძე საუბრობს არჩევნების გაყალბების იმ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები სხვისი პირადობის ნომრებით მიდიოდნენ არჩევნებზე. 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როცა კონკრეტული ამომრჩეველი უბანზე პასპორტით მიდიოდა, […]

“ძლიერი საქართველო” საპარლამენტო სიებს ხსნის – რას სთავაზობს ხაზარაძე ოპოზიციას?

“ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს “ქართული ოცნების” […]

“ზუსტად ვიცით, არჩევნების დღეს, მთავრობამ ავიაკომპანიებს ეს მოსთხოვა” – ჯაფარიძე

ეს ვიცით ზუსტად, არჩევნების დღეს, საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ არჩევნების გაყალბების მეთოდოლოგიასა და მტკიცებულებების წარდგენის პრეზენტაციაზე. ჯაფარიძემ დეტალურად ისაუბრა საარჩევნო კარუსელის გამოყენებულ მეთოდზე ემიგრანტებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს ემიგრანტების პირადი ნომრების არამართლზომიერ გამოყენებას. უფრო კონკრეტულად: “26 ოქტომბრის მდგომარეობით, ხმის მისაცემად […]

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტები გადასცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის დაკავშირებული იქნება საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან. „ეროვნულ ბანკს, […]

ნიკა გვარამია – ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, კითხვა შეეხებოდა რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში, როგორც ეს იყო 2020 წელს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, რომ […]