“ხმების გუშაგები” – ბათუმში სტუდენტების პროტესტი იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით “გუშაგები” დააფუძნეს და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ. სტუდენტები “ქართული ოცნების” მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. “გუშაგის” წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია “ოცნების” მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში. […]
პიტერ ფიშერი – საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია

სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის პირად გვერდზე წერს. ამასთან, მისი თქმით, ეამაყება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. “აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელი მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან. მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს […]
კახა კალაძე ოპოზიციაზე – დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი – ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან

საქართველოს შიგნით რადიკალებს რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიასთან ოპოზიციის მისამართით განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციას წარმომადგენლებს „ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან“. „ზოგადად, ბევრ რამესთან დაკავშირებით არსებობს ორმაგი სტანდარტი. ვნახეთ, უკრაინაში აკრძალეს ოპოზიციური პარტიები. მოლდოვაში სანამ […]
სებ-ი საჯარო კონსულტაციებისთვის კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით, „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს […]
ნატალი ლუაზო – არ შეგვიძლია 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7334 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7334 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7374 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9058 ლარს შეადგენდა. […]
კიევი: უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსეთის იერიში კუპიანსკზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ მოიგერია ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკზე რუსეთის ჯარების შეტევა. კიევმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ ფეხი მოიკიდა სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო კვანძში. ამასობაში, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების იერიშებს ახალი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 ნოემბრის განცხადებაში დაწერა, რომ მისმა ჯარებმა უკუაგდეს მოიერიშე ძალები და მათ მატერიალური სახისა და […]
ნიკა გვარამია – ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს – თუ საქართველოში ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ. როგორც გვარამია აღნიშნავს, საქართველოში ცვლილებები არ იქნება, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა უბრალოდ აღარ იქნება. „ბიძინა ივანიშვილი […]
ელენე ხოშტარია – არაფერი არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება, ჩვენ ხმებს ვიცავთ – არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც ჩამოყალიბებულ სიყალბეს რაიმე სახით შეცვლის

არაფერი არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. სცენარი, რომელიც ახლა განვითარდა, ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და წინასწარ ნაფიქრიც გვქონდა და ჩვენ ხმებს ვიცავთ – „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ორბანის ჩამოსვლით ლეგიტიმაციას მიიღებდა, თუმცა საპირისპირო მიიღო, სრული გარიყვა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები […]
ერევანში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„ბიბლუსისა“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული წიგნის მორიგი კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წერს. „ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” ინიციატივით.კუთხე Yerevan State University – ს ახლადგახსნილ ქართველოლოგიის ცენტრში მოეწყო. „ჩვენს მოძრაობას სომხეთში ახალი ელჩები ჰყავს: ცენტრის ხელმძღვანელი – ედუარდ ზოჰრაბიანი, ქართული ლიტერატურის […]