16 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული […]

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არ უშვებენ

თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არ უშვებენ. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “შეუშვით”. „თსუ-ს სტუდენტებს გვქონდა საორიენტაციო შეხვედრა იმისთვის, რომ გაგვერჩია, როგორ გამოგვეხატა სოლიდარობა ბათუმელი სტუდენტების მიმართ. არაფერს არ ვაპირებდით, უბრალოდ უნივერსიტეტში გვინდოდა შესვლა, რომ […]

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან, თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ვუცხადებთ და ჩვენ მათთან ერთად ვართ, – აღნიშნულ ერთობლივ მიმართვას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან. მათი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მათთან ერთად ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. „გვინდა მათ ვუთხრათ, რომ გამაგრდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აცხადებენ […]

ეკა გიგაური – მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები და ისტორიები, რომლებიც დამკვირვებლებს გადახდათ

როდესაც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენდით დამკვირვებლებს, ამიტომ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები, ის ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ეკა გიგაურმა სალომე ზურაბიშვილს დამკვირველებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია […]

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი […]

ხმაური თსუ-თან – უნივერსიტეტი პოლიციის ალყაში და ჩარაზული კარით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ “დაიტოვეს“ მსვლელობის მონაწილეები შეურთდნენ. ადგილზე შკრებული სტუდენტები შენობაში შესვლას და ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ, რათა ამ ჟესტით ბსუ-ის სტუდენტებისთვის სოლიდარობა გამოეხატათა, თუმცა ისინი შეობაში არ შუეშვეს და უთხრეს, რომ “შიგნით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლებოდა“. მას შემდეგ რაც კარი ჩაიკეტა, სტუდენტები შენობის კიბეებზე დასხნდნენ. რამდენიმე წუთში […]

თსუ-ს I კორპუსში პოლიცია სტუდენტებს არ უშვებს – მათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სურთ სოლიდარობის გამოხატვა

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი, რომელსაც ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სურს, აცხადებს, რომ მათ უნივერსიტეტის კორპუსში ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ უშვებს. ბათუმელი სტუდენტები ბსუ-ში მართავენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას. თსუ-ს პირველ კორპუსთან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ასევე, ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. „საქართველო!“ – სკანდირებენ […]

ელევატორებმა III კვარტალში ₾76.4 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს – წლიური დატვირთვა შემცირდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში ელევატორების რაოდენობამ წლიურად 7 ერთეულით იკლო და 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31%) და კახეთის (17.2%) რეგიონებში იყო განთავსებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალის განმავლობაში ელევატორები 13 მომხმარებელს მოემსახურნენ (წლიურად 1-ით მეტი). მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 42 ერთეული შეადგინა (წლიურად […]

შოლცმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ თავად გერმანიის მთავრობა იუწყება. სააგენტო “როიტერის” ცნობით, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას. გერმანიის მთავრობის განცხადებით, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხნის განმავლობაში, […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მზადაა სადავო კანონპროექტი დათმოს, ხალხი მის გადადგომას ითხოვს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. „ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, – წერია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების […]