ეკა გიგაური – მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები და ისტორიები, რომლებიც დამკვირვებლებს გადახდათ

როდესაც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენდით დამკვირვებლებს, ამიტომ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები, ის ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ეკა გიგაურმა სალომე ზურაბიშვილს დამკვირველებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოისმინოს ის ისტორიები, რომლებიც გადახდათ ჩვენს დამკვირვებლებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე, აგროვებდნენ მტკიცებულებებს და არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ნახეს. როდესაც
ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენდით ამ ადამიანებს, ამიტომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები, ის ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ“, – განაცხადა გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”