რა გავლენა ექნება საბანკო სექტორზე ჯარიმების ზედა ზღვრის 10-ჯერ გაზრდას? – ფინანსისტის შეფასება

ფინანსისტების ნაწილი ეროვნული ბანკის მხრიდან საჯარიმო სანქციების ლიმიტის ზრდასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ მას გავლენა საბანკო სექტორზე 2 ძირითადი მიმართულებით ექნება. საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკი გეგმავს, ბანკებს ჯარიმების ზედა ზღვარი გაუათმაგოს – ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების პროექტი, რომელიც ეროვნული […]

ანა დოლიძე – ,,ქართული ოცნება” ცდილობს ქალებზე არსებული ძველი სტერეოტიპები მართვისას გამოიყენოს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე” ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც ის გენდერულ სტერეოტიპებზე საუბრობს. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს ქალებზე არსებული ძველი სტერეოტიპები მართვისას გამოიყენოს. „გამოდგნენ ,,ქართული ოცნების” დეპუტატები, ვიღაც ბოლო ნომრები და გამოიყენეს სხვადასხვა ეპითეტები ჩემს მიმართ. აქვთ დაგეგმილი, რომ საზოგადოებაში, რაც ძველ დროში არსებობდა შეხედულებები ქალების მიმართ, ამ ძველი სტერეოტიპებით […]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე – შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის

შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის სტუდენტები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს. „ჩვენი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპის გუნდის პირობებში ომი უფრო სწრაფად დასრულდება

ტრამპის გუნდის პირობებში ომი უფრო სწრაფად დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ გამოცემა „სუსპილნესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ იყოს შეგრძნება, რომ საუკეთესოები დავკარგეთ უსამართლობისთვის, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არის. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკის პირობებში, რომელიც ახლა უხელმძღვანელებს თეთრ სახლს, ომი […]

“ჩვენ დღეს თსუ-თან გავათენებთ” – სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ხმაური და დაპირისპირებაა – როგორც სტუდენტები ამბობენ, ძალის გამოყენებით ისინი პოლიციელებმა მოაშორეს უნივერსიტეტის კარებს. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ ფოტოს გადასაღებად მივიდნენ, თუმცა ამ ინციდენტის გამო, თსუ-თან ღამეს გაათენებენ. “ვიდექით კარებთან, ჩვენთვის ვაპროტესტებდით, მოვიდნენ დადგნენ რიგად და დაიწყეს მოწოლა, იმდენად უხეშად გვაწვებოდნენ, რომ გვეგონა გავიგუდებოდით, შემდეგ უკვე დაიწყეს ხელის მოკიდება და ძალით […]

“ეს იცოდნენ “ოცნების” “ტიტუშკებმა” – სტუდენტები მსვლელობით ილიაუნთან მივიდნენ

სტუდენტები მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ. რამდენიმე წუთის წინ აქ ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა. პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ “ოცნების” ტიტუშკებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს და აქციის მონაწილეებზე იძალადეს. “რა თქმა უნდა, ამით ღიზიანდებიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ის ტიტუშკები ზუსტად, ამიტომ ჩვენ მშიდობიანად ვაგრძელებთ გზას და პროვოკაციას არ ვყვებით. ხალხზე იძალადეს, რასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვა მოქალაქეებისგან. […]

თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო

თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო. ადგილზე კვლავ არიან სტუდენტები, რომლებსაც სამართალდამცავები შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ. სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა. თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც. როგორც თსუ-ს სტუდენტმა, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერმა […]

“გილოცავთ, აღფრთოვანებულ ბაბლს, სოხუმის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს!” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი: გილოცავთ, აღფრთოვანებულ ბაბლს, სოხუმის ე.წ. პარლამენტის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს! ორი საათის წინ მოხდა. ტაში ამხანაგებო! ტაში! იმათაც გეხებათ, ვინც საოცრებებს წერდით, არიქა ბიძომ გააჩალიჩაო აფხაზეთს ვიბრუნებთო (როგორც ჩანს, ასეთებიც არიან, რომ ამის ჯერათ!) და იმათაც, ვინც აღფრთოვანებული წერდით, მაგალითი ავიღოთ აფხაზებისგან როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ინტერესებსო! უკრაინაში რუსების მხარეს მებრძოლი […]

თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები მივიდნენ, პოლიციაა მობილიზებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. ისინი დგანან უნივერსიტეტის შესასვლელთან და ახალგაზრდებს არ აძლევს შიგნით შესვლის შესაძლებლობას. „რუსებო“, „შეგვიშვით“ – ყვირიან აქციის მონაწილეები. დღეს, 15 ნოემბერს თბილისში ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუ-ს შენობაში, მსვლელობით […]

აფხაზეთში ოპოზიცია საკოორდინაციო საბჭოს ქმნის

აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიცია აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს ქმნის – „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ წერს. არხის ცნობით, ამჟამად აფხაზეთში ოპოზიციონერებს დაკავებული აქვთ ედე ფაქტო სამთავრობო შენობები, ხოლო დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასთან გამართა შეხვედრა. „საბჭოს“ ერთ-ერთი წევრი, ეშსოუ კაკალია ამბობს, რომ ოპოზიცია ბჟანიასგან […]