ანა დოლიძე – სამარცხვინოა პოლიციით გადაკეტილი და ჩახერგილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნახვა, ეს არის რუსული ოკუპაციის ხელწერა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფებოდა, საიდანაც მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, სამარცხვინოა პოლიციით გადაკეტილი და ჩახერგილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნახვა და ეს რუსული ოკუპაციის ხელწერაა. „თსუ-ის ეზოდან გამარჯობა, აქ მოვედი მას შემდეგ რაც გავიგე, რას აკეთებს პოლიცია, როგორ მოიყვანეს აქ და ჩაკეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე ვარ […]
სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება 2024 წლის 4 ნოემბერს წარადგინა. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია თუ რა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს პასუხისმგებელმა უწყებებმა საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვისას. სახალხო დამცველის შეფასებით, მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება […]
რასა იუკნევიჩიენე – ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია – მზად ვარ დაინტერესებულ მხარეებთან ვითანამშრომლო

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
მსოფლიო რაგბის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მსოფლიო რაგბის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ავსტრალიელი ბრეტ რობინსონი გაუძღვება. რობინსონი 14 ნოემბერს დუბლინში მსოფლიო რაგბის საბჭოს შუალედურ სხდომაზე აირჩიეს. მისი კონკურეტმები ამ პოსტზე იყვნენ ფრანგი აბდელატიპ ბენაზი და იტალიელი ანდრეა რინალდო. ბრეტ რობინსონი ბილ ბომონტს ჩაანაცვლებს. ბომონტი ორგანიზაციას სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და ორი ვადით უპრეზიდენტა 8 წლის განმავლობაში . ცნობისთვის, ახალი პრეზიდენტი ჰყავს […]
მატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა – დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

“ერთა ლიგა” გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა, ნაკრებები ამა თუ იმ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ, დაწინაურდებიან ან დაქვეითდებიან; არსებობს დასაწინაურებელი და დასაქვეითებელი პლეი-ოფები. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს, მას “ა”-ს გარდა, “ბ” ლიგის გამარჯვებულები თუ შეწვდებიან. უმნიშვნელობანესი შეხვედრებია “ბ” ლიგის იმ დაძაბულ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის. ვილი სანიოლის ფეხბურთელები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 16 ნოემბერს, 21:00 […]
ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიაა დალისტული: “საქართველოს ბანკი”, TBC PLC, “საქართველოს კაპიტალი”. Galt & Taggart-ის მიხედვით, გასულ კვირაში ამ კომპანიების აქციების ფასი ამგვარად შეიცვალა: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 7.43%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.14 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.41 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 1.01%-ით […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Sky Express-თან თანამშრომლობას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ პირდაპირ რეგულარულ რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო. ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე […]
ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველი ვითარებაა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება გაურკვეველია. უცნობია, სად იმყოფება ამჟამად ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს. შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, “პრეზიდენტმა” რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. 15 ნოემბერს, ბჟანიას გადადგომას […]
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ გამოცემა Kyodo News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონური გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკეში ივაია უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტაკეში ივაია მის უკრაინელ კოლეგასთან, ადრეი სიბიგასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის […]
დღეს ღირსი მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, აკოლუთიათა აღმწერელის ხსენების დღეა

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.). ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლუთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან […]