“კოგნიტიური დისონანსი” აფხაზურად

ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის პროტესტმა გაიმარჯვა. დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო რატიფიცირება მოეხდინა შეთანხმებისა „რუსეთიდან ინვესტიციების“ თაობაზე. ცალსახაა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას სოხუმისგან მოსკოვი ითხოვდა და რომ არა ეს მოთხოვნა, ქუჩაში პროტესტისა და დავის საგანი არც იარსებებდა, მაგრამ მეორე მხრივ, თავად ხალხი აფხაზეთში, რუსეთთან პრობლემის არსებობას გამორიცხავს. „არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსეთთან“,- ყვიროდნენ […]

‘გველის გესლის მნთხეველ ორგანოდ ხართ გადაქცეული… ხელისუფლებაში რომ მოვალ, სახელმწიფო დაფინანსება დაივიწყეთ” – ანა დოლიძე საზოგადოებრივს

მე ვიხდი გადასახადებს, მე და ეს ხალხი ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას და ვაფინანსებთ ბოლოჯერ, იმიტომ რომ თქვენი ტელევიზია გადაქცეულია გველის გესლის მნთხეველ ორგანოდ, რუსულ პროპაგანდისტულ არხად. რა სიუჟეტიც ქალების აქციაზე გააკეთეთ, არაფერში ჯდება, რუსული “რასია” კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებისაა, ვიდრე ე.წ. საზოგადოებრივი. ის მილიონები რასაც გიხდით, მიდის იმაში, რომ თქვენ ეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მოიპაროს ჩვენი შვილების […]

“ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით ოცნება “იფორმებს შედეგებს” – სააკაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ სექტემბერში არ მიაღებინეს რუსული კანონი და დღეს მოსახლეობამ აიძულა ე.წ. მთავრობა უკან გაეტანა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი. მათგან განსხვავებით მასობრივი გამოსვლების მიუხედავად მიღებული იქნა რუსული კანონი და ამჟამად ოცნება “იფორმებს” შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ არნახული გაყალბების პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.

“შედით პარტიებში ახალგაზრდებო, ოღონდ ააყირავეთ თქვენს ჭკუაზე” – ჩერგოლეიშვილი

შედით პარტიებში ახალგაზრდებო. პარტიები კარგია! ძლიერი პარტიები ძლიერ დემოკრატიას ნიშნავს! შედით, ოღონდ ააყირავეთ თქვენს ჭკუაზე პარტიული დაჭაობებული წესრიგი!.

“პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას” – სამხატვრო აკადემიის პირველკურსელები

✊🇬🇪🇪🇺 “ჩვენ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა დიდი ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ ყველა იმ სტუდენტს, ვინც ამ წამს იბრძვის ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. არ ვეგუებით და ვემიჯნებით ყველაფერს რაც ჩვენ გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირს. ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნებით, ვემსახურებით მას და ვთვლით, რომ ხელოვან […]

“ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!” – საბაუნის სტუდენტური თვითმმართველობა

“ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს! 🙌 ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას! მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები!”

“ვუერთდებით ერთიან ბრძოლას” – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები

“თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ერთიან ბრძოლას. მიუხედავად ტოტალურად გაყალბებული არჩევნებისა, გვჯერა, რომ ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუერთდებით ბსუს, თსუს, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან”

18 წ. | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ

ევროპის მიჯრით 5-გზის ჩემპიონი “უმცროსი ბორჯღალოსნები” ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტიტულის დაცვას იწყებს. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მისი მეტოქე გერმანია იქნება. შეხვედრა “მარკეტა სთედიუმზე” საქართველოს დროით 19 საათზე იწყება. 1/4-ფინალის სხვა წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ნიდერლანდები რუმინეთს, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალები 19, ხოლო ფინალები 23 ნოემბერსაა […]

ნიდერლანდის მთავრობა კრიზისშია ისრაელის საწინააღმდეგო არეულობის შემდეგ

პარასკევს ნიდერლანდის მთავრობა შეიკრიბა საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტს მიეძღვნა. შეხვედრას მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შემავალი პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ახალი სოციალური ხელშეკრულების” (NSC) თავმჯდომარემ, ნორა ახახბარმა განაცხადა, რომ მთავრობას ტოვებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მემარჯვენე პოლიტიკოსმა, მმართველი კოალიციის ლიდერმა, გეერტ ვილდერსმა არეულობები მაროკოელ ემიგრანტებს დააბრალა და მათი დეპორტაცია […]

ნიკო მანაგაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა თსუ-ს პირველი კორპუსის წინ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენოს. “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს. ყინვაა, რთულად გასაძლებია, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცეა. ბევრმა ადამიანმა მოიტანა უკვე პლედები, საკვები და ა.შ. პარალელურად, ილიაუნის […]