ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაიშალა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დილიდან დაძაბულობა და არეულობა იყო. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაიშალა. დე-ფაქტო მთავრობამ კანონის პროექტი უკან გაიწვია, თუმცა უცნობია, როდემდე. ეს გადაწყვეტილება მასობრივი და ძლიერი პროტესტის ფონზე მიიღეს. 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რა დროსაც მომიტინგეები ჯერ დე-ფაქტო საკანონმდებლო […]

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება – ქვეყნდება ალტერნატიული ნომრები

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს. „გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 34 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 34 დრონი ჩამოაგდეს. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 20 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 11 ბრიანსკის ოლქის, ერთი ბელგოროდის, ერთი კალუგის და ერთიც დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.

მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს – მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა, ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო […]

ცესკოს შენობასთან სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ – ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის ფონზე […]

ყოფილმა “იუთუბერმა” ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

ყოფილმა “იუთუბერმა” და ამჟამად მოკრივემ ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა. ბრძოლა ტეხასში გაიმართა. შეხვედრის გამარჯვებული არბიტრებმა გამოავლინეს. სულ 8 რაუნდი გაიმართა, თითოეულის ხანგრძლივობა კი 2 წუთს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ტაისონმა ოფიციალური ბრძოლა 2005 წლის შემდეგ პირველად გამართა, არაოფიციალურ შეხვედრაში კი ბოლოს “რკინის მაიკი” რინგზე 2020 წელს ვიხილეთ. ჯეიკ პოლის ანგარიშზე ჯამში 10 გამარჯვება და […]

ბჟანის პრესსამსახური ამბობს, რომ ის მშობლიურ სოფელში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თავის მშობლიურ სოფელში, ტამიშში იმყოფებოდა. ამის შესახებ ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა. “აფხაზურმა პორტალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბჟანია “რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გადავიდა”. სოფელი ტამიში ოჩამჩირეს რაიონში, სოხუმიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. მანამდე ბჟანიამ მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. ამის შემდეგ ოპოზიცია გამოვიდა ულტიმატუმით, რომლითაც ერთ საათში მის […]

ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს, დაგეგმილია საპროტესტო აქცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეჯამებას გეგმავს. სხდომა 11 საათისთვის არის დანიშნული. პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა დაიგეგმა. აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, […]

რასა იუკნევიჩიენე – ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია – მზად ვარ დაინტერესებულ მხარეებთან ვითანამშრომლო

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხანძარი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ჯანსის საავადმყოფოში გაჩნდა, კერძოდ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის შედეგადაც 10 ახალშობილი დაიღუპა და 16 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, განყოფილებაში 55 ახალშობილს მკურნალობდნენ. ხანძრის გაჩენის […]