რასა იუკნევიჩიენე – ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია – მზად ვარ დაინტერესებულ მხარეებთან ვითანამშრომლო

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?