ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხანძარი ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ჯანსის საავადმყოფოში გაჩნდა, კერძოდ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის შედეგადაც 10 ახალშობილი დაიღუპა და 16 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, განყოფილებაში 55 ახალშობილს მკურნალობდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?