„თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს: “თურქეთში, ორი ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი, რომელსაც საქართველოშიც ვიგრძნობთ. (ვირუსი), რაც უდიდეს გავლენას მოახდენს თითქმის ყველაზე, განსაკუთრებით მოხუცებზე და ბავშვებზე! იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ერთმანეთს. მიწისძვრა რუსეთში. იტალიასა და მუსლიმურ ქვეყნებში. ასევე წყალმოვარდნებთან დაკავშირებული პრობლემები“, – წერს ეზოტერიკოსი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 […]

ცესკოს სხდომაზე ხმაური იყო – დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებენ, ხმაური იყო – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა. უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს. […]

Reuters – დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა

დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, Southwest Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც დალასის „ლავ ფილდის“ აეროპორტიდან გასაფრენად ემზადებოდა, ტყვია გვიან ღამით მოხვდა, რის შემდეგაც, თვითმფრინავი გასასვლელთან დაბრუნდა. „დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში. რეისი 2494 დალასიდან (ტეხასის შტატი), ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი), მიფრინავდა.

ზურა ჯაფარიძე – გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული – სამართლებრივი გზებით პრობლემის მოგვარება არ არსებობს

შედეგები დამოკიდებულია ხალხზე, თუ რამდენად გამოვლენ გარეთ. ამ ქვეყანაში სამართლებრივი გზებით ამ პრობლემის მოგვარება არ არსებობს. არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ, – ამის შესახებ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული. “ეს აქცია ცესკოს საბოლოო შედეგის გამოცხადებას ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ […]

„შენ ხარ შავი ლაქა“ – კალანდარიშვილს ყავა შეასხეს

ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს ყავა შეასხეს. კალანდარიშვილს ყავა ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა. „შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და ყავა შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას წინააღმდეგ ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებენ

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის […]

დაუჯერებელია – 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]

ერთა ლიგის მე-5 ტურში პორტუგალიამ პოლონეთის ნაკრები 5:1 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. 59-ე წუთზე ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, 72-ე წუთზე რონალდომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. მე-80 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 83-ე წუთზე თავის გამოჩენა პედრო ნეტუმ მოახერხა. 87-ე […]

იუკნევიჩიენე: დიდი პატივია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა

ჩემთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

ინგა გურგენიძე საერთაშორისო ტურნირის “NRW TROPHY” გამარჯვებულია

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი “NRW TROPHY”-ის თასზე იუნიორ მოციგურავეთა შორის, რომელშიც ჩვენი ნაკრების სპორტსმენი ინგა გურგენიძე მონაწილეობდა. ინგამ ორივე პროგრამა დამაჯერებელი უპირატესობით შეასრულა და 16 ქვეყნის 31 სპორტსმენს შორის, 178.19 ქულით, პირველი ადგილის და თასის მფლობელი გახდა.