სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა

სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს. “დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა წამების პრევენციის […]
გიორგი ვაშაძე – სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, ქვეყანას აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ბრძოლა იქნება ბოლომდე – პროტესტი საქართველოს უნდა მოედოს

საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, მომიტინგეები ამაღამაც გაათენებენ ქუჩაში ღამეს. “სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას – არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, […]
პრეზიდენტი – საზოგადოებამ შეუგუებლობა და პროტესტი უნდა გააგრძელოს

საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტებს მიმართა. „მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა […]
ევროკავშირმა გააფართოვა ირანის სანქციები, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო

ევროკავშირმა გააფართოვა ირანისთვის დაწესებული სანქციები, თეირანის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო – გამოაცხადა ევროპულმა კომისიამ 18 ნოემბერს. ახალი სანქციების სამიზნეა კომპანიები, პორტები და ინდივიდები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასთან, მათი ფრონტზე გამოსაყენებლად. სანქციები შეეხო ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაზიდვის ხაზებს (IRISL) – რომელსაც ქონება გაეყინება, შეზღუდვები დაუწესდა სანქციათა სიაში მყოფ უწყებებთან […]
სანიოლი: ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ, ეს ჩვენი იდენტობაა

ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია, წლის ბოლო შეხვედრაში როგორი მიდგომა გვექნება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თამაშების სასიამოვნო მოგონებები გვაქვს, მაგრამ წარსულით ტკბობა არაფერს მოგვიტანს, მთავარია, ახლა ვიყოთ ბოლომდე ფოკუსირებულები. ვეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. […]
პრეზიდენტს საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს – რას ნიშნავს ეს ახალი პარლამენტის შეკრებისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ხვალ, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი არჩევნებზე ფარულობისა და ხმის უფლების საყოველთაობის პრინციპების დარღვევების გამო. ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი გეგმა წარუდგინა. იურისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს, პარლამენტი ახალი შემადგენლობით ვერ შეიკრიბება. […]
ოპოზიცია პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე განაგრძობს

პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიცია განაგრძობს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს. ოპოზიციონერები ასევე იზიარებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებულ გეგმას. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მას არ უთქვამს, პროტესტი ამ ტერიტორიაზე რამდენი ხნით გაგრძელდება. აქცია თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გუშინ, 17 ნოემბერს დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი – გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება. „ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ […]
სალომე ზურაბიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „საფიქრალი დაუტოვა“. კერძოდ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნების საჭიროება, რათა მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. „ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და […]
ნიკა მელია – დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად – ყოველ დღე უნდა ვარყიოთ ეს სისტემა, ამიტომ დღეს ვრჩებით იქ, სადაც ვართ

ჩვენი მიზანია, უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით – დადგა დრო, დავდგეთ ერთად ყოველ დღე მანამ, სანამ რეჟიმი არ მოიგუდება დემოკრატიულად – ყოველ დღე უნდა ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის უკან დახევა მოუწევს და ეს მოჯადოებული წრე დაირღვევა. “ჩვენ […]