ერევანი: დონალდ ტრამპსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინოფრმაციით, ფაშინიანმა ტრამპს სატელეფონო ზარის დროს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორი ქვეყნის, ამერიკისა და სომხეთის ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო, როგორც ამერიკა-სომხეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება. სომხეთის […]

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს საქართველოში არჩევნების დარღვევების გამოძიებას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გამოძიებისა და ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. ანალენა ბერბოკის უწყებამ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გაავრცელა. სხვა საკითხებთან ერთად, ტექსტის ერთი ნაწილი ეთმობა “შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე”. “რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით, როგორ აქცევს საქართველოს მთავრობა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს”, – წერია განცხადებაში. “საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა […]

გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს

გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს. „ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ […]

ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეაგირებს, როდესაც არის ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური პროცესები – ლადო პაპავა

ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეაგირებს, როდესაც არის ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური პროცესები და როცა შეინიშნება არასტაბილურობა. ეს რეაგირება დაკავშირებულია. როგორც წესი, არჩევნებთან და ამ დროს გაკეთებულ განცხადებებთან, – განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „თუ არის ასეთი მოწოდებები და იმის განცდა, რომ შეიძლება გარკვეული დაძაბულობა და არეულობა იყოს, ბიზნესი და მოქალაქეები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ რისკები […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ხვალ ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ხიზანიშვილის, ბაბილოძის, კლარა კვეესის, კობახიძის, თეთრი ტბის, ვეკუას, წამალაშვილის, მიხეილ ხერგიანის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, სამხარაძის, მაისურაძის, პატარა ტბის, ბორჩალოელის, ხოჭის […]

ლოჩოშვილი: მჯერა, გავიმარჯვებთ და A დივიზიონში დავწინაურდებით

ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა: „პირველ რიგში, კონცენტრაცია საკუთარ თავსა და თამაშზე უნდა გავაკეთოთ. მათ მასპინძლის ფაქტორიც დაემხარებათ, მაგრამ ჩვენ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულნი. ერთ დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებიც გაიმარჯვებს. გულშემატკივრებიდან დიდი სითბო იგრძნობა. ევროპის ჩემპიონატზე კი, მაგრამ […]

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი – ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია

ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია. მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება და საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ევროპარლამენტში „უმწვავესი დებატები“ […]

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომას ვაიცმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. „წინასაარჩევნო პერიოდშიც, შერჩევითი წვდომა იყო მედიასა და საარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ბევრად უფრო რთული […]

პრეზიდენტის ანტიკრიზისული ხედვა – რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასების საკუთარი ვერსია შესთავაზა და ერთგვარი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. 18 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ არ ცნობს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად და ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ვითარება ზრდის ქვეყანაში დესტაბილიზაციის რისკებს. პრეზიდენტი გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული […]

ნიკა გვარამია – მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი – ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით

ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს „ქართულ ოცნებას“, რომ გაყალბებული არჩევნები არ იქნება აღიარებული ქართველი ხალხის მიერ. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი, ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა […]