სალომე ზურაბიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „საფიქრალი დაუტოვა“.
კერძოდ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნების საჭიროება, რათა მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე.
„ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო – ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი – 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრალად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ