სალომე ზურაბიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „საფიქრალი დაუტოვა“. კერძოდ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნების საჭიროება, რათა მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. „ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და […]

პრეზიდენტი 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს. „ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი […]

პრეზიდენტი: განაჩენი გამოტანილია – ეს არჩევნები არ შედგა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპით გარანტირებული მთავარი უფლებები – ხმის ფარულობა და ხმის საყოველთაობა. მან ასევე ისაუბრა არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეც და თქვა, რომ “განაჩენი გამოტანილია – არ შედგა ეს არჩევნები”. “ჩემი შემაჯამებელი შეფასება შედეგებისა, არის შემდეგი […]

პროტესტს ვაგრძელებთ და ვრჩებით უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე – მელია

ოპოზიციის უახლოესი გეგმა ნიკა მელიამ გაახმოვანა: „ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით მომავალზე, სადაც სახელმწიფოს ბედს საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს […]

,, დებილებად გთვლიან თქვენი ბოსები მასოვკა ქოცებო” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ,,ქოც ამომრჩეველს თვითონ ქოცი რომ აყენებს შეურაცხყოფას, ეგეთს არავინ და ვერავინ. წინასაარჩევნოდ ნაცების გაუქმებას და დასჯას პირდებოდნენ, ახლა უდევთ ნაცების და ახლების განცხადებები, დეპუტატობა შეგვიწყვიტეთო და არ უწყვეტენ. დებილებად გთვლიან თქვენი ბოსები მასოვკა ქოცებო. 12 წელია ნებისმიერ სალაფავს ჭამთ, რასაც დაგიყრიან და იმიტომ.”

სალომე ზურაბიშვილის გეგმა

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სამოქმედო გეგმა წარადგინა: 1. ახალი არჩევნები – ახალი არჩევნები საერთაშორისო გამოძიებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოირკვეს სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა და გამოსასწორებელია. ასევე, ახალი ცესკოს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, საარჩევნო დავების სპეცსასამართლოს შექმნა. 2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – ვინაიდან არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება შედგეს […]

ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევის გამო – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხვალ საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს: „ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ […]

ოპოზიცია ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს აგრძელებს

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ვარაზის ხევის, ჭავჭავაძის, კეკელიძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ოპოზიციური პარტიები პროტესტს აგრძელებენ. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადეს. მომდევნო 24 საათის გეგმა პოლიტიკოსებმა აქციის დაწყებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ თქვეს. „მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს […]

ბაიდენი დიდი ოცეულის ლიდერებს მოუწოდებს ზეწოლის გაძლიერებისკენ ჰამასზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 18 ნოემბერს დიდი ოცეულის (G20) ლიდერებს მოუწოდა გააძლიერონ ზეწოლა ჰამასზე – რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული – საიმისოდ, რომ ისრაელთან გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბაიდენი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებისთვის მუშაობას გააგრძელებს თავისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში, სანამ თეთრ სახლში არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაბრუნდება. “აქ ყველას მოვუწოდებ გააძლიერონ თავიანთი […]

პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ხვალ დილით, შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი პრინციპის დარღვევის გამო, რასაც ჰქვია არჩევნების და საყოველთაობის დარღვევის გამო. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, მინდა ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის […]