“რუსთავის აზოტში” ზამთრის სეზონიდან გლობალურად სასუქებზე ფასების მცირედით ზრდას ელიან

„რუსთავის აზოტის“ მმართველ კომპანია „ინდორამა კავკასუსში” ელოდებიან, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გლობალურად სასუქებზე მოთხოვნა გაიზრდება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ევროკავშირში ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადებას ზამთარში იწყებენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა მცირედით ფასსაც გაზრდის. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სასუქების გლობალურ ფასებზე გავლენას ბევრი კომპონენტი ახდენს და კონკრეტული […]

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.

ჩინეთის საგარეო მინისტრი – ჩინეთი მზადაა, რუსეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს

ჩინეთი რუსეთთან ერთად მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის ახალი იმპულსის მიცემას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან თანამშრომლობისა და კავშირის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ხელი შეუწყოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსის […]

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე. ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

ნიკა გვარამია – აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე – ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას

აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სპეცრაზმისგან განსხვავებით, ისინი ძალის გამოყენების გარეშე გაათავისუფლებენ ქვეყანას. „ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის რუსეთი. სანამდე უნდა […]

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან – ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეციალური ტექნიკაც

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც. ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მუშაობს დასუფთავების სამსახური. ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან სრულად გათავისუფლებულია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს. დემონსტრანტები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს […]

ნიკა მელია – ბრძოლა გაგრძელდება და მისი მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება

ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც – მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ განაცხადა. მელიას თქმით, ბრძოლა მძლავრ პროტესტად გარდაიქმნება. “ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც – მასშტაბის ინტენსივობა გაიზრდება. არ მგონია, ეს კითხვის ნიშნებს იწვევდეს. ეს ბრძოლა განვითარდება და გარდაიქმნება კიდევ უფრო მძლავრ პროტესტად”, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებს, სოფელ გლდანსა და ავჭალას შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბიწმენდი, ჭოპორტი, საგურამო, […]

ელენე ხოშტარია – რაც არ უნდა გაწმინდონ, მაინც მოვალთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი

მაინც მოვალთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამართალდამცავები, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, ემსახურებიან რუსეთს. „გული მწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ემსახურებიან რუსეთს, რუსულ არჩევნებს, პუტინის დაკვეთას, ერთადერთი რამის გამო, რომ ხელფასს აძლევენ, […]

ბჟანია ტოვებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა. მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“. აფხაზეთის პარლამენტი გადადგომის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. ბჟანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს […]