ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან – ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეციალური ტექნიკაც

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც.
ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მუშაობს დასუფთავების სამსახური.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან სრულად გათავისუფლებულია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.
დემონსტრანტები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”