სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს – აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან

სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს […]

პოლიციამ მელიქიშვილზე მთავარი არხის ოპერატორი დააკავა

პოლიციამ მელიქიშვილზე მოქალაქეების დაშლის დროს მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე დააკავა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ოპერატორის მიმართ აგრესიულია და მის მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებს. ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბარამიძე ნაცემია. გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი […]

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. თანამდებობა დატოვა დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანკვაბმაც. “სტაბილურობისა და საკონსტიტუციო წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ”, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ბჟანიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, რომელსაც მხარეებმა მოაწერეს ხელი, ბჟანია […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატი – ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობაზე რჩება

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა ე.წ. სამინისტროს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების, ხელმძღვანელები თავიანთ „თანამდებობებზე“ რჩებიან. შესაბამისი განცხადება ე.წ. დეპუტატმა კან კვარჩიამ გააკეთა. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობას ტოვებს, მის მოვალეობას „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა შეასრულებს. ე.წ. „მთავრობის მეთაურის“ მოვალეობას კი ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები 19 ნოემბერს […]

ელენე ხოშტარია – სამართალდამცავები აგრესიულად არიან, ხალხს უპირისპირდებიან, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით – რატომ უნდა გავათავისუფლო მელიქიშვილის გამზირი? ჩემი უფლება რატომ არ უნდა დავიცვა?

რატომ უნდა გავათავისუფლო [მელიქიშვილის გამზირი]? ჩემი უფლება რატომ არ უნდა დავიცვა, მითხარით? – ვინც არ უნდა დაიჭირონ, რა საშუალებებიც არ უნდა გაუშვან, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები „მშვიდად და წყნარად დაიცავენ მათ უფლებებს“. „[სამართალდამცავები] აგრესიულად არიან. ხალხს უპირისპირდებიან, ჩვენ არ გავჩერდებით. მშვიდად, წყნარად […]

პოლიციამ ხალხის დაშლა მელიქიშვილის გამზირზეც დაიწყო

პოლიცია, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია დაშალა, მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. ამჟამად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც. მას შემდეგ რაც პოლიცია ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს. მათთან პოლიციის წარმომადგენელი მივიდა და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვა. “პროტესტი გრძელდება სხვადასხვა მშვიდობიანი გზით… გათავისუფლებულია ის ნაწილი, რომელიც თქვენ გაათავისუფლე”, – […]

მიჰკელსონი: ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნამდვილად დაბლოკილია

“ქართული ოცნების” ლიდერობით და ასეთი პოლიტიკის პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრობის შანსი არ აქვს – ამბობს ესტონეთის პარლამენტის წევრი. რუსეთის მეზობელი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერთ-ერთია იმ 8 მაღალი რანგის პარლამენტარს შორის, ვინც საქართველოში ჩავიდა და არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლისა და ევროინტეგრაციაზე მისი გავლენის […]

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა “მთავარი” არხის ოპერატორი. იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მცდელობაც.

მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც. დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თსუ-სთან „კარვების აქცია” დაშალეს

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. ტერიტორიიდან კარვები აღებულია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა. საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანეს მელიქიშვილის გამზირისკენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ […]