დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს ასუფთავებენ

ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური დასუფთავებით სამუშაოებს ატარებს. პარალელურად ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა. ჭავჭავაძის გამზირზე და მიმდებარე ქუჩები, სადაც ოპოზიცია ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა ამ დროისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმს უკავია. აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი ლიდერები მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში იმყოფებიან.

გოგა მემანიშვილი – სპეცრაზმისა და აღჭურვილობის ის რაოდენობაა, რაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას – რაც აქ ხდებოდა, იყო კანონდარღვევა, ხელოვნურად კეტავდნენ გზას, როცა საკმარისი რაოდენობა არ იყვნენ

სპეცრაზმისა და აღჭურვილობის ის რაოდენობაა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სჭირდება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა. მემანიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები გზას ხელოვნურად კეტავდნენ და კანონს არღვევდნენ, რის გამოც აქციის დაშლა გახდა საჭირო. “სპეცრაზმისა და აღჭურვილობის ის რაოდენობაა, რაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ამ ეტაპზე. ეს იყო […]

საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე. ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

სპეცრაზმმა აქციის ტერიტორიის მომიტინგეებისგან გაწმენდა დაიწყო – სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. ასევე, ევაკუატორით გაჰყავთ ადგილზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მთლიანად საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმია განთავსებული. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელ კართან გაურკვეველ ნივთიერებას ცეცხლი წაუკიდეს. კარის უკანა მხარეს განლაგებული იყო […]

ჭავჭავაძეზე საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ და გზას ხსნიან

პოლიცია თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყებიდან დაახლოებით 35 საათის შემდეგ, 19 ნოემბრის დილის 07:00 საათისთვის გამოჩნდა. ოპოზიციონერ ლიდერებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ ტერიტორია, რაზეც პოლიტიკოსებმა უარით უპასუხეს. საპოლიციო ძალების მოქმედების შედეგად აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის […]

ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი სრულად საპოლიციო ძალებმა დაიკავეს. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია,სპეცრაზმი, რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანა. შინაგან საქმეთა სამინისრტოს წარმომადგენლები არიან განლაგებული მელიქიშვილის გამზირზეც. რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს “ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის” 15-წუთიანი ვადა მისცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან ერთად მეორე ღამე […]

პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებენ. რამდენიმე პოლიციელი აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ გაფრთხილება მისცა. სამართალდამცველებს ოპოზიციის ლიდერები ელენე ხოშტარია და ნიკა მელია გაესაუბრნენ. პოლიციამ მათ ჭავჭავაძის გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური ტექნიკა. დიდი რაოდენობით მობილიზებულია სპეცრაზმიც. როგორც პოლიციის თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს მიმართა, […]

შსს – მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მიეცემათ, რათა მიმართონ შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს

შსს ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცემათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით […]

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ნაგვის ურნების საშუალებით ბარიკადები აღმართეს

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ნაგვის ურნების საშუალებით ბარიკადები აღმართეს. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა, რომლებიც ვაკის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე გადმოინაცვლეს. სამართალდამცავებთან ერთად, ადგილზეა რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა. აქციის მონაწილეები კი, რომლებიც ორი დღეა ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტ აქციას მართავენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. […]

შსს: აქციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15-წუთიან ვადას ვაძლევთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს “ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის” 15-წუთიან ვადას აძლევს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით იმუქრება. ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწყო დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების მობილიზება. შსს-ს განცხადება სრულად: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს […]