გიგი უგულავა – იქცევიან ისე, როგორც სანადიროდ გასული ტურა – ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ – ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ

იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ 3-4 ადამიანია დაკავებული. „გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და უკანონო, უგუნურებაც არის. ვინც ოდნავ მაინც იცის პროტესტის განვითარების […]

უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე 11 პირი დააკავეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა. ის ამ წუთებში თბილისის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სხვა უფლებადამცველებთან ერთად იმყოფება. ქობესაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან შესვლას გეგმავს.

წილოსანი: ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, ავტორიტარი პრეზიდენტის სიმბოლოს ჩამოყალიბდ

საოცრად სამარცხვინო იყო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი. რა თქმა უნდა, მან საერთოდ არ იცის კანონების კითხვა და არც მისი კომპეტენციაა, ზოგადად, მისი ლოგიკისა და გადმოცემის უნარი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე ადეკვატური შეიძლება მან განაცხადოს. ფაქტობრივად, ავტორიტარი პრეზიდენტის სიმბოლოს ჩამოყალიბდა, მხოლოდ და მხოლოდ მის შეფასებებს უნდა მივაქციოთ თურმე ყურადღება და ცესკო და ნებისმიერი სხვა […]

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა „ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმით, [რის შემდეგაც ამ თავდამსხმელზე საქმე აღიძრა], გამოჩნდა, რომ არავის არაფერი ეპატიება. ასევე, გამოჩნდა ისიც, თუ რა ორმაგი სტანდარტები აქვთ, გნებავთ, სალომე ზურაბიშვილს, თუ, გნებავთ – […]

დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს – მოგება და ელიტარული დივიზიონი!

არ ვიცით, ეს სექტემბერში რამდენად ჩანდა, როცა პირველ ტურში, თბილისში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა, მაგრამ ფაქტია, ეს გუნდები უკანასკნელ ტურში გადამწყვეტ შეხვედრას თამაშობენ, გამარჯვებული კი, თუკი სასწაული არ მოხდა, პირველობას გაინაღდებს. სამშაბათი, 19 ნოემბერი, 23:45 სთ (თბილისის დრო) – ჩეხეთი VS საქართველო ეს ნაკრები ერთმანეთს ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილის […]

„თბილისის მასშტაბით 2100 აბონენტის შემთხვევაში გათბობის დანადგარი სიცოცხლისთვის საშიშია“ – ნინო გულეიშვილი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის გამათბობლების შემოწმება უკვე დაიწყო. ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის – ნინო გულეიშვილის თქმით, ვითარება გასული წლის მსგავსად წელსაც მძიმეა. ამ დროისთვის შემოწმებული გამათბობლების 2100-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია. ,,თბილისის მასშტაბით 170 000 აბონენტიდან 2100 შემთხვევაში გათბობის დანადგარი ავარიულ მდგომარეობაში, ეს შესაძლოა არც ისე საგანგაშოდ ჩანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმება ჯერ […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ბჟანიამ დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა. თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანკვაბმაც. „ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე, გადავდგე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან ბჟანიას გადადგომის […]

19-21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო […]

დღეს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი – განახლებული პროგნოზი

19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო […]

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის შეტევის შედეგად

19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე და მილიონობით დევნილად აქცია. · რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. · პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. · უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ […]