აქციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, მუშაობაში ხელი შეუშალეს რამდენიმე ჟურნალისტს

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. სერგი ბარამიძე მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციას აშუქებდა. ტელეკომპანია ავრცელებს მისი დაკავების კადრებს და წერს, რომ სამართალდამცავებმა ოპერატორზე იძალადეს, დაამტვრიეს მისი კამერა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათთვის, ამ დროისთვის უცნობია, სად არის გადაყვანილი დაკავებული ოპერატორი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე […]

„პაპას ფერმა“ ახალი საწარმოს მშენებლობას წლის ბოლომდე დაასრულებს – კომპანიის გეგმები

რძის მწარმოებელი „პაპას ფერმა“ ახალი საწარმოს მშენებლობას წლის ბოლომდე დაასრულებს. კომპანიამ პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. სიახლეებზე BM.GE-სთან საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელმა, სოფიკო ტაბატაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმო თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით აშენდა. „ახალი 200-სულიანი ფერმა უკვე აშენებულია. ამასთან, დაფინანსდა აღჭურვილობაც, რომელიც SQIL პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს. საქონლის […]

მედიაომბუდსმენი – მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა, – ამის შესახებ განცხადებას მედიაომბუდსმენი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა. „დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს. სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს. ჟურნალისტური […]

ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორედან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ – სოფო ჯაფარიძე

ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორედან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ და საბოლოოდ ძალიან მალე მთელი თბილისის ქუჩები ხალხით იქნება სავსე, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ, – განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე, აქციაზე იმყოფება. „კანონი არ დაგვირღვევია, საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო, რომ ქუჩა გადაკეტილიყო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვხედავდით აქციის მონაწილეები რამდენად აგრესიულები და სიძულვილით აღსავსენი იყვნენ და როგორ უშლიდნენ „იმედის“ ჟურნალისტებს ხელს – ნინო წილოსანი

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ნამდვილ ჟურნალისტს, რომელიც თავის საქმეს ემსახურება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ „ვხედავდით აქციის მონაწილეები რამდენად აგრესიულები და სიძულვილით აღსავსენი იყვნენ და როგორ უშლიდნენ თქვენს ჟურნალისტებს ხელს. მთელი საზოგადოების სახლით მადლობა მინდა გითხრათ, რადგან თქვენ ნამდვილად ემსახურებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამწუხაროა, რომ ამის ფონზე გიწევთ თქვენი პროფესიული მოვალეობის […]

„ყველაფერს ველოდებით, გეგმა არის პროტესტის გაგრძელება“ – ზურაბ ჯაფარიძე

მოვლენათა ეპიცენტრმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. აქ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. “ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ თავი დავაჭერინოთ. ვიქნებით მეტნი, შევიკრიბებით კიდევ, პროტესტი არ გაჩერებულა. ყველა, ვინც გვიყურებს – შემოგვიერთდით ამ პროცესში. ახლა ვართ მელიქიშვილზე, ნაწილი ხალხისა რუსთაველზე გადაინაცვლა. აქ ვართ მელიქიშვილზე, მოდით,” – განაცხადა “ერთიანობა – […]

ზურაბ ჯაფარიძე – თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით – მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს – ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა

თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ეს არის ის, რაც არ გვინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. ეს ქცევაც რუსეთია! – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ორი დღე – ღამის განმავლობაში არავის გაუფრთხილებია, რომ რომელიმე ნორმას […]

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭებაზე – ეს არის კარგი გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, დაერთო ნება უკრაინისთვის აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს, კარგი გადაწყვეტილებაა, – Politoco-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, ბაიდენის ახალი ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების გამოყენებით, უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე. „რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელმაც მიიღო ესკალაციური გადაწყვეტილება. სწორედ ამან გამოიწვია […]

გიორგი ვაშაძე – მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას – ახალ ტაქტიკაზე ვართ გადასული, ესაა მობილური პროტესტი

ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი. ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას – ფიქრობდნენ, რომ ვინმე ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა მათთან. მშვიდობიანად გავიარეთ ეს პროტესტი, -ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, მიზანი ამ წუთსაც შესრულებულია, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია. „პოლიციამ აბსოლუტურად არაპროპორციული და უკანონო […]

ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, ოპოზიცია იშლება – ახალი შეთანხმება სოხუმში

აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად […]