დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო არ იცეკვებს

რუსეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ცეკვას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, „სანქციების რბოლა“ რუსეთს არ დაუწყია, არამედ ვაშინგტონის მიერ […]

Samsung-ის Black Friday დაიწყო – განაახლე ტექნიკა დიდი ფასდაკლებით

Black Friday ფარგლებში, Samsung-ის ტექნიკაზე განსაკუთრებული შეთავაზებებით შეძლებ სარგებლობას. 18-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ესტუმრე Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებს და მიიღე 30%-მდე ფასდაკლება საყოფაცხოვრებო და სმარტ ტექნიკაზე. არ გაუშვა შანსი ხელიდან, ისარგებლე 25%-მდე ფასდაკლებით Bespoke მტვერსასრუტებზე, რომლებიც შენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე იზრუნებენ – დაგიზოგავენ დროს და ოჯახურ საქმეს სასიამოვნოს გახდიან. 30%-მდე ფასდაკლება დაგხვდება AI Ecobubble და Wash ფუნქციებით […]

NGO-ები: ვგმობთ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის დაშლას ეხმაურებიან და გმობენ. ისინი მოუწოდებენ შსს-ს, არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, აგრეთვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების გაერთიანებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია. საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მასობრივი გაყალბების […]

მთავარი არხის ოპერატორი გაათავისუფლეს

მთავარი არხის ინფორმაციით, ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს. ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში იმყოფებოდა. სერგი ბარამიძე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 საათის წინ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ […]

მსოფლიოში ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი ფასების შემცირებას პროგნოზირებს

მსოფლიოში ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი, ესპანური კომპანია Deoleo პროგნოზირებს ფასების დაცემას მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში დაფიქსირდა მათი რეკორდულ დონემდე ზრდა გვალვის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების და ღირებულების ჯაჭვში ინფლაციის გამო. ევროკავშირში იანვარში ზეითუნის ზეთი 50%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში კი 150%-ით 2021 წლის ბოლოსთან შედარებით. ესპანეთში, სადაც მსოფლიოს ზეითუნის ზეთის […]

„სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება“ – ვახუშტი მენაბდე

„სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. „პრეზიდენტს სარჩელი შეაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. რას იწვევს ეს: სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. როგორ? ნაბიჯი 1 პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება. რა უნდა გასაჩივრდეს […]

“იმუნიტეტი იცავს ოპერატორსა ან ჟურნალისტს?” – თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში თქვა. რაც შეეხება ოპერატორის დაკავებას, მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ოპერატორის, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, პოლიციას არ დაემორჩილა. “იმუნიტეტი იცავს ოპერატორსა ან ჟურნალისტს?.. კანონს თუ არღვევს და არ ემორჩილება პოლიციას, არ უნდა დავაკავოთ? განემარტა დაკავებულს პოლიციელის მხრიდან, […]

მუხტს დაპატიმრებებით ვერ ჩაახშობენ, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე – ნიკა მელია

„მუხტს დაპატიმრებებით ვერ ჩაახშობენ – ამის შესახებ “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ,ლის დაკავებასაც პოლიცია რამდენიმე წუთის წინ ცდილობდა. ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება. ეს ადამიანები იმ ადამიანთან არიან მორჩილებაში. მათ თავისი ამოცანა აქვთ, ჩვენ ჩვენი. ეს არის ბრძოლა, უარესიც იქნება, რადგან რეჟიმი ირყევა”, – განაცხადა მელიამ. მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა – “პირველების” ინფორმაციით, […]

ბითაძის შედეგიანი მატჩი და მორიგი ორმაგი დუბლი – “ორლანდო მეჯიქმა” “ფინიქს სანზი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “ფინიქს სანზს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “მეჯიქმა” ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა რიგებში ძირითად ხუთეულში ტრავმირებული ვენდელ კარტერის ადგილი კვლავ გოგა ბითაძემ დაიკავა და კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი […]

უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე 11 პირი დააკავეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა. ის ამ წუთებში თბილისის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სხვა უფლებადამცველებთან ერთად იმყოფება. ქობესაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან შესვლას გეგმავს.