სოფო ჯაფარიძე – დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად ვნახეთ მხდალი ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე – მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან

დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა და პროტესტი ყოველდღიური იქნება. „დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც […]
„გოგა მემანიშვილმა სილა გამაწნა, ჩემი დაკავებაც უნდოდათ“, – რას იხსენებს აქციაზე დაშავებული კაცი

19 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაშავებულმა ნიკა კვიტატიანმა, პარტია “ახალის” პოლიტსაბჭოს წევრმა, კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც სამართალდამცავები „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდნენ: „შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, მეც იქვე აღმოვჩნდი. თირკმლის არეში ვიგრძენი ძლიერი დარტყმა, სუნთქვა შემეკრა და ცუდად გავხდი. სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა კლინიკაში, სადაც […]
Walmart-ის კვარტალური შემოსავალი პროგნოზზე უკეთესი აღმოჩნდა

Walmart Inc.-მა, უმსხვილესმა რითეილერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 ფისკალური წლის მესამე კვარტალში, შემოსავალი 5,5%-ით გაზარდა რაც იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს. აგვისტო-ოქტომბერში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა $4,58 მილიარდი, ანუ 57 ცენტი ერთ აქციაზე, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე 453 მილიონი აშშ დოლარი ანუ 6 ცენტი იყო. მოგება ერთჯერადი ფაქტორების გარეშე აქციაზე 51 ცენტიდან 58 […]
მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას NATO-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ […]
“იუნისეფი”: ლიბანში, ბოლო ორ თვეში, 200-ზე მეტი ბავშვია მოკლული

ლიბანში, ბოლო ორ თვეში, 200-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 1 100-ზე მეტი დაშავდა, აცხადებს “იუნისეფი”. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) კონფლიქტის ზონაში მყოფ ბავშვებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურად, ისე აუცილებელი მედიკამენტებით, საკვებით, თუ ტანსაცმლით. კონფლიქტი, რომელიც ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლო ერთ წელზე მეტია გრძელდება, სექტემბრის ბოლოდან ინტენსიურ ომში გადაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა […]
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა გერმანიამ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებზე ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს

გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ განახლებული ბირთვული სტრატეგიის შესახებ პუტინის განცხადებების შემდეგ, დროა გერმანიამაც მხარი დაუჭიროს პარტნიორების გადაწყვეტილებას შორი მანძილის დარტყმების თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი […]
ქალს, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტის წინ გაიხადა ტანსაცმელი, ბრალდებები არ წაუყენეს

ირანელი სტუდენტი ქალისთვის, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტის წინ ხალხში გაიხადა ტანსაცმელი სავარაუდო პროტესტის ნიშნად, ბრალდებები არ წაუყენებიათ. ამის შესახებ სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა და დასძინა, რომ ქალი საავადმყოფოდან გაუშვეს და მშობლებს გადასცეს. „იმის გათვალისწინებით, რომ [ქალი] საავადმყოფოში მოათავსეს და ავადმყოფობა დაუდგინეს, ის გადასცეს ოჯახს, რომელიც ამჟამად უვლის მას,“ თქვა ირანის სასამართლოს წარმომადგენელმა ასღარ ჯაჰანგირმა 19 ნოემბერს გამართულ […]
U21. ხორვატიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია, გაგნიძე, მამაცაშვილი, ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე. მატჩი რიეკაში სტადიონ HNK-ზე თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მარკო მიჰკელსონი – დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი

სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი , – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მიჰკელსონის თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, “ქართული ოცნება” ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ ინსტიტუტის გაკონტროლებასაც ეცდება. […]
მამუკა ხაზარაძე – ვიბრძოლებ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო – აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება

ვიბრძოლებ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციაც რომც დაარბიონ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება. “პროტესტი აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული არჩევნები და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა […]