ნიკა გვარამია – თსუ-ს ისტორიაში პირველად უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია – სირცხვილი და „თავის მოჭრა“, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას!

როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში , – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. გვარამიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გავრცელებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა და თსუ-ს ადმინისტრაცია გააკრიტიკა. გვარამიას თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, “მარბიელი რაზმების შენობაში შეშვების გამო, უნდა გადადგეს”. როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ […]
თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს

თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. როგორც ოპიზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მომიტინგეები ღამის გათევას სწორედ ამ ადგილას აპირებენ. პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე უკვე მეოთხე დღე მიმდინარეობს. დილით მომიტინგეები პოლიციამ დაარბია, თუმცა შემდგომ საათებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.
რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა იარაღის გამოყენების პირობებს აფართოებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 ნოემბერს ქვეყნის ახალ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი. ეს მოსკოვს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ატომური იარაღი იმ შემთხვევაში თუ მას თავს დაესხმება ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ მას მხარს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა უჭერს. ეს ნაბიჯი მოსკოვმა იმ ცნობების შემდეგ გადადგა, რომელთა თანახმადაც ვაშინგტონმა უკრაინას ნება დარტო ამერიკული შორი რადიუსის […]
სრულმასშტაბიანი ომის 1000 დღე და კრემლის მუქარა

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის ამერიკული შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები, ე.წ. “ატაკამსები” სამშაბათს პირველად გამოიყენა – ამბობს მოსკოვი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 000 დღე გავიდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ მან ბრიანსკის რეგიონში სამხედრო ობიექტისკენ მიმართული 6 რაკეტიდან 5 ჩამოაგდო. ზიანი და მსხვერპლი კი არ ყოფილა. უკრაინა ამბობს, რომ მან რუსეთის სიღრმეში იარაღის ერთ-ერთ საცავს დაარტყა, რომელიც […]
თსუ-ის პირველ კორპუსთან კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. პროტესტი დღესაც თსუ-ის პირველ კორპუსთან გაიმართება და ღამის განმავლობაში გაგრძელდება. *** 19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც […]
,, რომელი პოლიციელია გმირი ორი გვამის ერთ ერთი ავტორი ხარება?” – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,რომელი პოლიციელია გმირი ორი გვამის ერთ ერთი ავტორი ხარება?“
გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს – მოვითხოვთ დაგვიბრუნოთ ჩვენი ტექნიკა, რომელიც ახლა უკანონოდ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე – მშვიდობიან მომიტინგეებს ძალას ნუ უპირისპირებთ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიმართავს პოლიციას, დააბრუნოს ტექნიკა, რომელიც აქციის მონაწილეების კუთვნილებაა და მათ უკანონოდ წაართვეს. აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მან პოლიციას მიმართა, ნუ უპირისპირებს ძალას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს. „პარკინგზე იდგა ჩვენი „პიკაპები“, სადაც დატვირთული იყო ტექნიკა. როდესაც დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა, ჩვენ ავაგროვეთ ეს ყველაფერი, რათა დაგვებინავებინა […]
მიჰკელსონი: დემოკრატია საქართველოში დასრულებულია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ […]
სოფო ჯაფარიძე – დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად ვნახეთ მხდალი ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე – მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან

დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა და პროტესტი ყოველდღიური იქნება. „დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც […]
თსუ-ს მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები გაშალეს

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს. ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება და ბოლომდე ტერიტორიაზე დარჩებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. აქციის მონაწილეები დღეს მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, რომლის […]