„უძრავი ქონების სექტორში სიტუაცია 26 ოქტომბრის შემდეგ მეტ-ნაკლებად, მაგრამ რადიკალურად არ შეცვლილა“ – „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელი

„უძრავი ქონების სექტორში სიტუაცია 26 ოქტომბრის შემდეგ მეტ-ნაკლებად, მაგრამ რადიკალურად არ შეცვლილა. საზოგადოების ნაწილს ის დაძაბულობა, რომელიც არჩევნებამდე ჰქონდა, მოეხსნა და ჩაერთო პროცესში, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ეს სრულად მოხდა, რადგან კვლავ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება და გადაკეტილია გზები“, – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრას“ […]
ანტიმონოპოლიური სამსახური Google-ს Chrome ბრაუზერის გაყიდვას აიძულებს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. საქმე კომპანია Google-ს ეხება, რომელსაც შესაძლოა, Chrome ბრაუზერის გაყიდვა მოუწიოს, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg News-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. აგვისტოში ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა საძიებო ბაზარზე უკანონო მონოპოლია მოიპოვა. თავის მხრივ, ვებ-ბრაუზერი Chrome მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბრაუზერია, იგი ასევე წარმოადგენს მთავარ “შესვლის პუნქტს” Google-ის […]
გიორგი ვაშაძე – დღე მესამე, 3:0 ხალხის სასარგებლოდ – მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ რისხვა, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის!

დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, აქციის მონაწილეები ღამეს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ. ვაშაძე მოუწოდებს […]
ოპოზიცია აქციის გამართვას ისევ თსუ-სთან აგრძელებს

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვარაზის ხევის, ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე აგრძელებს. „არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და რუსეთიც ამ ქვეყნიდან. თუ ჩვენ გადავწყვიტავთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. აპარატურა […]
ელენე ხოშტარია – ღამე დავრჩებით თსუ-სთან და ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე – წინააღმდეგობის მოძრაობა მხოლოდ წინ წავა, გაიწევა პოლიცია, გაიწევა „ოცნება“ და გაიწევა რუსეთი ამ ქვეყნიდან

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ – თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო მსვლელობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკან დახევას არც ერთი ნაბიჯით აპირებს. “გამოვთქვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. […]
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-სთან გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ამასთან, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.
“დავბანაკდებით ისევ აქ” – ოპოზიცია თსუ-სთან დაბრუნდა

ოპოზიცია, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად, ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდა. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, კვლავ თსუ-სთან დაბანაკდებიან. “გაიწევა პოლიცია, გაიწევა “ოცნებაც” და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან… დავბანაკდებით ისევ აქ”, – თქვა ხოშტარიამ. მანამდე აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო, პოლიციამ უკან დაიხია. შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, […]
„მთელი ღამე დავრჩებით აქ“ – ელენე ხოშტარია

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია – როგორც კოალიცია „ცლვიელებებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარაიმ განაცხადა, ბრძოლა გრძელდება და პოლიტიკური ლიდერები მთელი ღამე ადგილზე დარჩებიან: დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ მოქალაქეს, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა […]
ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეათასე დღეს ონლაინ რეჟიმში მიმართა ევროპარლამენტს. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ, რათა ომი დასრულდეს, კერძოდ, გაამკაცრონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. „რუსეთის მხრიდან ყოველ დარტყმას და ყოველ საფრთხეს უნდა შეეგებოს მკაცრი სანქციები. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები, ნავთობის გაყიდვის ხარჯზე დააფინანსოს […]
ევროპელმა მეღვინეებმა, 2024 წელს, წარმოების შემცირება იწინასწარმეტყველეს

აგრარულმა გაერთიანებამ, Copa-Cogeca-მ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს ევროპაში ღვინისა და ტკბილეულის წარმოება იქნება 144 მილიონი ჰექტოლიტრი, რაც თითქმის 3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 10%-ით დაბალი ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე – ამის შესახებ Just Drinks–ი იუწყება. გაერთიანებაში ამბობენ, რომ ევროპის ღვინის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები კვლავ იზრდება, განსაკუთრებით არახელსაყრელი კლიმატური პირობების ფონზე. 2024 […]