გიორგი ვაშაძე – ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი ტექნიკა და ღამისთევისთვის საჭირო საშუალებები პოლიციას აქვს წაღებული – გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ

ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ – ძალებს მოვიკრებთ. რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაგაცნობთ. ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის!- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურულ მომზადებას საჭიროებენ, ვინაიდან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა. „შევძელით ის, რომ დავიბრუნეთ ლოკაცია, […]

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, ამ ეტაპზე დაიშლებიან

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა პროტესტის „რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმი მოფიქრება“. „შეცვალეს სტრატეგია, საშუალებას […]

მელიქიშვილის გამზირზე აქცია დასრულდა

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ. ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ: „რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით”. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის […]

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, ამ ეტაპზე დაიშლებიან

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა პროტესტის „რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმი მოფიქრება“. „შეცვალეს სტრატეგია, საშუალებას […]

მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს. ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც ტოვებენ. პარალელურად, „თბილსერვისის“ თანამშრომლებმა მელიქიშვილის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

ჯაფარიძე: ახლა დავიშალოთ, დღის განმავლობაში დავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დასრულდა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები დღის განმავლობაში დაიგეგმებიან და შემდგომ ნაბიჯზე ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან. მისი თქმით, მოიფიქრებენ პროტესტის ფორმას, რომელიც ქართული ოცნებისთვის “სიურპრიზი იქნება და მათ წყობიდან გამოიყვანს”. “ახლა იმათმა შეცვალეს სტრატეგია, მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, ეს პრობლემა არ არისო და მეორე დღეს […]

დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, ეს ცუდია

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ამ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ ეს დასავლური ქვეყნები კიდევ უფრო ერთვებიან ამ კონფლიქტში, ამ ომში, იწვევს დაძაბულობისა და ესკალაციის ახალ რაუნდებს. ეს ცუდია“, – […]

სოფო ჯაფარიძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს

ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, მათ ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინიათ, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომლებსაც ხმები მოპარეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს. „ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ თსუ „ხარებასა“ და მისი დაჯგუფების შტაბად აქცია […]

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირი დაიკავა – აქციის მონაწილეები მელიქიშვილზე დადგნენ

20 ნოემბრის დილის 6 საათისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებათან და ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და განუმარტეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობას. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა, პოლიცია მობილიზებული იყო ასევე კეკელიძის ქუჩაზეც. “შეკრება- მანიფესტაციის კანონის თანახმად განგიმარტავთ, რომ […]

მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავების დიდი ნაწილი გაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავების დიდი ნაწილი გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ. ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ათეული თანამშრომელი რჩება, რომელთაც მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე ცოტა […]