ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა. „ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში. ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა გონსალესს „გუაიდო 2.0“ უწოდა. „კიდევ ერთი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თავის […]
იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 198.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის […]
ლეგენდარული მე-9 ბლოკი სამუდამოდ გაითიშება – რომელი თბობლოკების ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება?

90-იან წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მთავარი მიზეზის, გარდაბნის რაიონში მდებარე მე-9 ბლოკის ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება. საქართველოს გადამცემი ქსელების განვითარების ათწლიან გეგმის (2024-2034 წლები) მიხედვით, ქვეყანაში ჯამში სამი ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანა იგეგმება. გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდეს შემდეგი თბოსადგურები: თბობლოკი N3, თბობლოკი N4 და თბობლოკი N9 (ე.წ. გარდაბნის მე-9 ბლოკი). როგორც „საქართველოს ელექტროსისტემაში“ „კომერსანტს“ განუმარტეს, […]
აშშ ედმუნდო გონსალესს აღიარებს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი ედმუნდო გონსალესი. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს […]
United Airlines-ი საშობაოდ, ევროპაში ფრენებზე, რეკორდულ მოთხოვნას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა საშობაო არდადეგებზე თითქმის 30%-ით გაიზარდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – განაცხადა United Airlines Holdings-მა. 2023 წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. მომავალი საკურორტო სეზონი შეიძლება იყოს ყველაზე დატვირთული ავიაკომპანიის ისტორიაში – ავიაკომპანია 25 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავს. ამერიკელებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ლონდონი, ფრანკფურტი, მიუნხენი, პარიზი და ბრიუსელი. გარდა […]
PEGAS Touristik Georgia-მ ახალი მიმართულება დაამატა – რა სიახლეს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ტურისტულმა კომპანია PEGAS Touristik Georgia-მ ახალი მიმართულება დაამატა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ BM.GE-სთან ისაუბრა, აზიის მიმართულებებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წლის მიწურულს მომხმარებელს ახალი ტურისტული მიმართულება, კერძოდ ტაილანდის, ქალაქ ფხუკეტის მიმართულება შესთავაზა. მისი ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს აღნიშნული ტურისტული პაკეტით სარგებლობა 2025 წლიდან, საქართველოში არსებული ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს საშუალებით შეეძლება. „ეს არის ქართველი დამსვენებლისთვის […]
დღეს, თბილისის ქუჩების ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V,VII მიკრორაიონების, ქერჩი, მწვანე, გრაფ შულენბურგის და ხევისპირის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო […]
სამხრეთ კორეელი დეპუტატი – კურსკში 10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს

10 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განლაგებულია კურსკში, როგორც რუსეთის საჰაერო სადესანტო და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ზოგი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარე ბრძოლებში უკვე მონაწილეობს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა დაზვერვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ასევე გაგზავნა დამატებითი იარაღი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, მათ შორის […]