აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს – ადგილზე განლაგდა პოლიციაც

ამ წუთებში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. ჭავჭავაძის გამზირი გაათავისუფლა პოლიციამაც და მელიქიშვილის გამზირზე განლაგდა. “ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე გავჩერდით. ხედავთ მგონი ყველანი, სადაც გავჩერდით. დანარჩენი, თუ რამე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ვეტყვით. ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვაძლევთ მანიფესტანტებს უფლებას, რომ მიიღონ მონაწილეობა […]
გიორგი ვაშაძემ პოლიციას „40-წუთიან გონივრულ ვადაში“ დაშლისკენ მოუწოდა

აქეთ მხარეს დგას ხელისუფლება, თქვენს უკან დგანან თვითმარქვია ადამიანები, რომლებსაც არანაირი უფლება არ აქვთ, ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვათ, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მდგარ სამართალდამცველებს, რომლებმაც აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან გამოიყვანეს. ვაშაძემ პოლიციას „40-წუთიან გონივრულ ვადაში“ დაშლისკენ მოუწოდა. “რატომ დგახართ ერთ ადგილზე? ჩვენ მეტნი ვართ აქეთ, ვიდრე თქვენ, […]
Reuters – რუსეთმა უკრაინის მიერ გასროლილი ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ 2 მოიგერია

უკრაინამ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა […]
მელიქიშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მომიტინგეები დგანან – ადგილზე პოლიციას ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, სამართალდამცველები იკავებენ ჭავჭავაძის გამზირსაც

სამართალდამცველებმა დაიკავეს ჭავჭავაძის გამზირზე, ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს. ამ დროისთვის პოლიციას უკავია მელიქიშვილის გამზირის დიდი მონაკვეთიც. მელიქიშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე კი აქციის მონაწილეები დგანან. ადგილზე საპოლიციო ძალებს კორდონი აქვთ გაკეთებული. ამასთან, პოლიციის ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის უკან შსს-ს კუთვნილი ავტომობილებია გაჩერებული.
ასე ვივლით, არ დავიღლებით და პოლიციისგან განსხვავებით, ნერვებიც არ გვიმტყუნებს – ელენე ხოშტარია

აქციის მონაწილეები უკუსვლით მიემართებიან მელიქიშვილის გამზირისკენ და მათ პირისპირ მიჰყვებიან პოლიციელები. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ არ იციან, სადამდე უნდა სდიონ აქციის მონაწილეებს. ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ, ასე ივლიან და პოლიციისგან განსხვავებით, ნერვები არ უმტყუნებთ. მელიქიშვილზე პოლიცია შეჩერდა და აქციის მონაწილეებს გამოუცხადა, რომ მათი რაოდენობა საკმარისია ამ ქუჩის გადასაკეტად და შეუძლიათ […]
შსს-მ აქციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15-წუთიანი ვადა მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს “ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის” 15-წუთიან ვადას აძლევს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით იმუქრება. ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწყო დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების მობილიზება. შსს-ს განცხადება სრულად: “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის […]
პოლიცია მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს – დემონსტრანტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებენ

სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს. მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა. ასევე, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე, ისინი სკანდირებენ: საქართველო, საქართველო! მომიტინგეები უკან იხევენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ.
ვაჟა სირაძე – გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა

გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაჟა სირაძე ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და დაუშვებელია ის თავის ჩარჩოებს გასცდეს. “გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა. მოვუწოდეთ, […]
გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლონ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქცის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 15 – წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ. ჭავჭავაძის გამზირე ამ დროისთვის სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, მომიტინგეები კი მელიქიშვილის გამზირისკენ ინაცვლებენ.
შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთს აძლევს

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთს აძლევს: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა […]