ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა.
„ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა გონსალესს „გუაიდო 2.0“ უწოდა.
„კიდევ ერთი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თავის მარიონეტებთან ერთად ვენესუელის დემოკრატიის დამხობა ვერ შეძლო“, – განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, ქვეყნის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად