შავი პარასკევის შეთავაზებები სილქისგან „მერე“ ბარათის მომხმარებლებისთვის

ცხადია, ყველა ჩვენგანი ემზადება შავი პარასკევისა და იმ განსაკუთრებული შეთავაზებებისთვის, რომლებსაც სავაჭრო ობიექტები საგანგებოდ გვიმზადებს. მაგრამ თუ სილქის შოპინგ ბარათის „მერეს“ მომხმარებელიც ხარ, მაშინ შეგეძლება, ფასდაკლებების გარდა, დამატებითი აქციებითაც ისარგებლო.
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შენელებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა მათ აშშ-ის მიერ მიწოდებულ სხვა იარაღთან ერთად გამოიყენებს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ნაღმებს მის […]
მელინე არაკელიანი – ეუთო/ოდირი საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებზე და არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე – ჩვენ ვუერთდებით ევროპის სხვა ქვეყნებს და ინსტიტუტებს, რომ საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიება

ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა თავისი დასკვნები და ჩვენ ველოდებით მათ საბოლოო ანგარიშს. წინასწარ ანგარიშში ისინი ხაზს უსვამენ არსებით დარღვევებს არჩევნების კონტექსტში. ისინი საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებსა და ასევე არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე. ჩვენ შევუერთდით ევროპის სხვა ქვეყნებს და ევროპულ ინსტიტუტებს, რათა მოვითხოვოთ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ყველა საჩივარზე და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა, – ამის შესახებ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული. „დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ნამდვილად პუტინზეა დამოკიდებული. მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ […]
ნიდერლანდების ელჩი – თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, დასაწყისისთვის, უნდა გააუქმოს კანონები, რასაც მას ევროკავშირი მოუწოდებს, მაგრამ, ასევე, მოუწევს ცხრა ნაბიჯის შესრულება

თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება, დასაწყისისთვის, მან უნდა გააუქმოს კანონები, რასაც მას ევროკავშირი მოუწოდებს, მაგრამ საქართველოს, ასევე, მოუწევს იმ ცხრა ნაბიჯის შესრულება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობაა. ბურთი მართლაც საქართველოს მოედანზეა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს […]
კანადურ საინვესტიციო კომპანია Brookfield-ს ესპანური Grifols-ის ყიდვა სურს

კანადურმა საინვესტიციო კომპანია Brookfield Capital Partners-მა ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Grifols-ის 6,45 მილიარდ ევროდ შესყიდვაზე წინასწარი განაცხადი წარადგინა – ამის შესახებ ნათქვამია Brookfield–ის მიერ მარეგულირებლებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში. ესპანური კომპანიის დირექტორთა საბჭოს სპეციალურმა კომიტეტმა განიხილა ფასი და მიიჩნია, რომ ის ძალიან დაბალია და, შესაბამისად, არ შეუძლია აქციონერებს რეკომენდაცია გაუწიოს მიიღონ წინადადება – ამის შესახებ კი ნათქვამია Grifols–მა […]
რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი, რაც სიურპრიზი იქნება. დავიგეგმებით და გაგაგებინებთ, ალბათ უფრო ხვალისთვის – ზურა ჯაფარიძე

ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ სამ დღეში არის ის, რომ ჯამში ალბათ 500-მა ადამიანმა, ვინც ღამეს ათევდა ჩვენთან ერთად, მოახერხა ის, რომ პოლიციას არ ეძინა სამი ღამე. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ჩვენ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში დღე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ დაბნეულები იყვნენ, – […]
ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, […]
ნიდერლანდების ელჩი – ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება

ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ იმავე პოზიციას იმეორებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელი 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. „ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების […]
ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან – მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც ორგანიზაცია მსოფლიო ბავშვთა დღეს ეხმაურება. ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. „მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და […]