გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ლიპყინულის გამო, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინფორმაციას […]
„ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?!“ – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია: „მთელი ჩემი ცხოვრება სწავლის, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. შეცდომაც მომსვლია ბევრი, ალბათ. მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო , რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი. ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?! რა მოლაპარაკებებს წყვეტთ 2028 წლამდე? […]
„აი ასეთ ხალხს საერთოდ რა მორალზე უნდა ელაპარაკო ადამიანი?!“ – ნინო წილოსანი ჟურნალისტებზე
ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს: „დაინახეს იმედის ჟურნალისტების სოლიდარობა თავიანთი კოლეგის მიმართ და ამ ზონდერმა ჟურნალისტებმა იქით დაიწყეს ზეწოლა და მორიგი მოწოდებები – გაწყვიტეთ ყველასთან ურთიერთობა და პარლამენტის დერეფნებში ნუ მიესალმებითო. იმედის ჟურნალისტების დევნისთვის ცხოვრებაში ერთხელაც კი სინანული, რომ არ გამოუხატავთ, არც თანადგომა, თავად კრიმინალებსა და დამნაშავეებს რომ ემსახურებიან საკუთარ ტელევიზიებში, 7 ნოემბერს რომ ნატრობენ… […]
„პატივცემულო სპორტსმენებო ნებისმიერი სახეობიდან, ვისთვისაც ოდესმე გვიგულშემატკივრია“ – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: „პატივცემულო სპორტსმენებო ნებისმიერი სახეობიდან, ვისთვისაც ოდესმე გვიგულშემატკივრია: მოვიდა დრო, როცა ინსტაგრამზე ევროკავშირის დროშიანი ან აქციაზე აფრიალებული საქართველოს დროშიანი სთორების დადება საკმარისი არ არის დას ამისთვის აპლოდისმენტებს ნუ დაელოდებით: ხმა ამოიღეთ, როგორც მინიმუმ და ეგ უსიტყვო თანადგომა თქვენთვის შეინახეთ, ევროკავშირის დროშის ფრიალისთვის არავის არბევენ და იჭერენ, მკვეთრად გამოხატული პროტესტის გამო გვდევნიან!“
გუშინდელი აქციის დაშლა უკანონო იყო და ეს იცის პოლიციამ – გახარია
“გუშინდელი აქცია მშვიდობიანი იყო. პოლიციამ სპეციალური საშუალებები უკანონოდ გამოიყენა. იმიტომ, რომ გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური იყო და არც პროპორციული – არავინ არსად შევარდნას არ ცდილობდა; არავინ არავის თავს არ დასხმია; არავის არავინ არსაიდან არ გამოუტაცებია. ადამიანები თავის ნებას ემოციურად გამოხატავდნენ და საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ ამის უფლება გვაქვს. როცა ყველანაირი მიზეზის გარეშე, არაპროვოცირებულად, პოლიცია მასების […]
“ძვლებში დაამტვრევენ” – კახა კალაძის თქმით, ევროპაში და ამერიკაში პოლიციელის შეურაცხყოფას არავის პატიობენ

თბილისის მერი, კახა კალაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, მისი თქმით, ევროპაში და ამერიკაში პოლიციელის შეურაცხყოფას არავის პატიობენ. “აბა, გაბედეთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც ამას აქციის ზოგიერთი მონაწილე გუშინ აკეთებდა – ნახავთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ. ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენო შეურაცხყოფა. აქციის ჩატარება, […]
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები: ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა!

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ, საქართველოს დასავლური კურსის დასაცავად საკუთარ პოზიციას ღიად, ერთობლივი განცხადებით აფიქსირებენ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები. განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბერს გავრცელდა და რომელზეც ხელმომწერების რაოდენობა მზარდია, წერია, რომ “თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უმთავრესი მოვალეობა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებაა.” “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული […]
ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და შეძახილებით „გამოდი, გამოდი“ მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. დემონსტრანტებმა ფეხით მსვლელობის დროს რამდენიმე ლოკაციაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ამ წუთებში კი, აქცია მერიის შენობასთან […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – ქართველო ხალხო, თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და რუსული წარსულის დასაწყისი იქნება

ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თუკი ქართველ ხალხს ბრძოლის შეეშინდება, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული. „ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და […]
,,საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს”- ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. სასულიერო პირი წერს, რომ საქართველო აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭეა და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება. ეპისკოპოსი ემიჯნება ძალადობას და აღნიშნა, რომ არ […]