Google, ახალი მონაცემთა ცენტრებისთვის, ფინეთში 1,4 ათას ჰექტარ ტერიტორიას იყიდის

ფინეთის მთავრობამ უფლება მისცა ქვეყნის მთავარ სატყეო ოფისს (Metsahallitus) მიჰყიდოს ოთხი მიწის ნაკვეთი მუჰოსისა და კაიაანის მუნიციპალიტეტებში Google-ს, იუწყება სამთავრობო პორტალი. ნაკვეთების შესყიდვა საერთო ფართით დაახლოებით 1,4 ათასი ჰექტარი კომპანიას 27 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება. სავარაუდოდ ახალ ტერიტორიებს გამოიყენებენ Google-ის მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაფართოებაში, რომელთაგან პირველებმა ფუნქციონირება ფინეთში 2011 წელს დაიწყეს. ფინეთის მთავრობა დადებითად უყურებს […]
დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რასაც დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „გადახედეთ ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას, დაპირისპირების დროს რა ხდება და როგორ ხდება, როგორ შავდებიან ადამიანები, მათ შორის დაშავებული პოლიციელების აი ეს რაოდენობა თუ არის სადმე. რეალობაში ხდება ის, რომ აი ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს მიზანს, რომ ჯახი მოხდა პოლიციასა […]
კობახიძე EU-ს ელჩს “დიპლომატიური რეაგირებით” ემუქრება

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის “დიპლომატიური რეაგირებით” ემუქრება. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ელჩი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა დეზინფორმაციაში. “სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩისკიც. თუმცა, იმის ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და საარჩევნო […]
უკრაინა: ოცნების გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. საგარეო უწყების განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული ოცნების გადაწყვეტილება “მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია”. “უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი […]
სანდუ: მოლდოვა გმობს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, სოლიდარობა ზურაბიშვილს და ხალხს

ქართველები ევროპელები არიან. საქართველოს მომავალი ევროპაშია და მას ამას ვერავინ წაართმევს. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ჰილ სოპრა: თუ მთავრობა გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, შევწვეტთ გადასახადის გადახდას

რეზიდენტ ჰილ სოპრა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სასტუმროს განცხადებით, სასტუმროს თანამშრომლები საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერენ და თუ საქართველოს მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას გააგრძელებს, სასტუმრო დროებით ყველა გადასახადის გადახდას შეწყვეტს სახელმწიფოსთვის. “*რეზიდენტ, […]
ვერ დაგვაშინებთ – დღეს 18:00 საათზე ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დაანონსდა

ღეს 18:00 საათზე ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორი “წინაპრებია”. 28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისატიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა […]
ბიზნესასოციაციები: კატეგორიულად არ ვეთანხმებით ოცნების გადაწყვეტილებას

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ოცნების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩერონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, კატეგორიულად არ ეთანხმებიან. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: “კატეგორიულად არ ვეთანხმებით, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, […]
ერთგული ვრჩები ევროინტეგრაციის – საქართველოს ელჩი ჩეხეთში

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე წერს. მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის. ერთგული […]
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 46 მოქმედი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამბობენ, რომ ერთგული რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა. საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა. “ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის […]