მოსამართლეები ძალადობას გმობენ და კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

მოსამართლეთა ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ძალადობას გმობს. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ემიჯნებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის […]

„მალე მე და ისინი არახელჩამორთმევადი და არამისალმებადი გავხდებით ერთმანეთის მიმართ“ – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: „ვკითხულობ იქითა ბანაკის წარმომადგენელთა განცხადებებს და კომენტარებს ბოლოდროინდელ პროცესებზე და მათ შორის გუშინდელ ამბებზე.

„თქვენ მიშას დროს აღზევებული მდაბიოები ხარ, რომელიც გროშებში გიყიდათ ბიძინამ“ – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: „გუშინ, საზმაუს დირექტორი – ვინმე ბერძენიშვილი, საზმაუს ბორდის შეფთან – ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ჩიოდნენ, რომ 83 მილიონი არ ჰყოფნით. საზმაუ არის ერთ ერთი ყველაზე ბნელი და ცუდი კანტორა, რომელიც გვყავს. კანტორა სადაც კორუფცია, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი, მენტალური სიმახინჯე და მახინჯი პროპაგანდა ბატონობს. კანტორა, რომელიც ხალხის გადასახადებით არსებობს, გუშინ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარესთან ბაასობდა და […]

“არ გადავიხდით გადასახადებს, ამ თანხას გადავანაწილებთ დაზარალებულებზე” – სასტუმრო “რეზიდენტ ჰილ სოპრა”

რეზიდენტ ჰილ სოპრა , სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი. ჩვენი პრინციპული პოზიციის შესაბამისად, განვაცხადებთ შემდეგს: 1. გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის […]

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს – მაია სანდუ

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს – მაია სანდუ მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს სანდუ. ipn.ge

ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები – ირაკლი კობახიძე ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ხელოვნური შანტაჟით ამყოფეს პოლარიზაციის პირობებში […]

,,ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის”- საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში

,,ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის”- საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ალტერნატივა არ აქვს. დიპლომატი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. “მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების […]

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. განცხადებას რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელს. „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, […]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები. განცხადებას ამ დროისთვის 50-მდე თანამშრომელი აწერს […]