“ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ” – საპატრიარქო საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება. ამ განცხადებით ეკლესია ხელისუფლებას ირიბად უჭერს მხარს, მედიას ახსენებს საკუთარ ფუნქციას და საზოგადოებას თავშეკავებას სთხოვს და მოუწოდებს შეცვალოს “განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება.” “მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ […]

,, მათი მდედრები მაინც წაიჭორავებენ, პრემიით ესა და ეს ვიყიდეო… ისინიც თავისნაირი გონებაჩლუნგები ეყოლებათ!” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე: ,,არ არსებობს, ამ მუხლუხოების მეზობლებმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა არ იცოდნენ, ნიღბების მიღმა ვინ დგას… მათი მდედრები მაინც წაიჭორავებენ, პრემიით ესა და ეს ვიყიდეო… ისინიც თავისნაირი გონებაჩლუნგები ეყოლებათ! ხოდა, ამათთვის ხელის ჩამომრთმევს დააჯვას იმ ხელზე ძაღლმა და ღორმა!”

,,მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ“ – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში. უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს საქართველოს ერთერთ ყველაზე საუკეთესო რეპორტიორს და ყველას გვაყურებინეს. რიტუალური ანგარიშსწორებაა, ფაქტიურად.”

„როგორი საგანგაშოა, რაც საქართველოში ხდება“ – ბორის აკუნინი

„როგორი საგანგაშოა, რაც საქართველოში ხდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ყველას ესმის ეს: ახლა საქართველოში წყდება არა ევროინტეგრაციის საკითხი, არამედ, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელარუს 2-ად“. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი). realtolitika.ge

აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და სპეცრაზმელების წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან. სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირის მიმართულებით უკვე თავისუფლების მოედანზე განთავსებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა. ამავდროულად ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის […]

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა – მომიტინგეების მიმართ ისმის გაფრთხილება – “დაიშალეთ!”

სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარედ იდგა, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მათ უკან მოჰყვება წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანა. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. პარალელურად, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე კორდონი გააკეთეს. ისმის გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ.

შსს – რუსთაველის გამზირზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს – სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოოუწოდებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება იმოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის […]

ბათუმში რუსთაველის ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს

ბათუმში რუსთაველის ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ რჩებიან და საპროტესტო აქციას აგრძელებენ. შეკრებილების თქმით, აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა მოქალაქეებზე იძალადეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ერთი ფოტოგრაფია. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის სამართალდამცავებსა […]

გიორგი გახარია – ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა – არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი

ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი, თან „ეს ყველაფერი გააკეთა ისე, […]

პარლამენტის მიდებარედ, შევჩენკოს ქუჩაზე კვლავ აკავებენ მომიტინგეებს

პარლამენტის მიმდებარედ შევჩენკოს ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მოანწილეების დაკავება დაიწყეს. მანამდე აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით ისროდნენ ფეიერვერკებს. ამ დროისთვის, ადგილზე სულ მცირე, 3 პირია დაკავებული, სამართალდამცავები დაკავების მიზეზებს მედიასთან არ განმარტავენ. ქუჩის პერიმეტრზე განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ხალხის ნაწილი კი ამ დროისთვის კვლავ რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.