ბათუმში რუსთაველის ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს

ბათუმში რუსთაველის ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ რჩებიან და საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
შეკრებილების თქმით, აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა მოქალაქეებზე იძალადეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ერთი ფოტოგრაფია. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
ამ დროისათვის სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ხუთი ადამიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს