რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს – შსს

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიუხედავად, ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე, მათი […]
უილსონი და კოენი: ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია, ვდგავართ ქართველ ხალხთან

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. უილსონი და კოენი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით გამოყენებულ ძალადობას გმობენ. “ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა […]
,, თუ უბრძანებენ, ისე დახოცავენ საკუთარ ხალხს, თვალს არ დაახამხამებენ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,ჩვენი ძალოვანები ჩვეულებრივი დამპყრობლები არიან, თუ უბრძანებენ, ისე დახოცავენ საკუთარ ხალხს, თვალს არ დაახამხამებენ. დამპყრობლები სხვას რას აკეთებენ ხოლმე.”
რუსთაველის გამზირზე ათობით პირი დააკავეს – მთელს პერიმეტრზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ. ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ათეულობით მომიტინგე უკვე აიყვანეს. პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. პარალელურად, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე მასიურად უშვებენ ცრემლსადენ გაზს. აღსანიშნავია, რომ თავად საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სპეციალური ნიღბებით არიან აღჭურვილი.
პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ადვოკატი ბექა ბასილაია. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.
აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმიც გამოჩნდა

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული. პარალელურად, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია -მსვლელობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აჭარის მთავრობის სახლთან რჩება. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა […]
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ – პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობს. წყლის ჭავლს უშვებენ როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ისე თავისუფლების მოედნის მხარიდან. ადგილზე პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს. მომიტინგეებმა გადაინაცვლეს შევჩენკოს ქუჩისა და პირველი გიმნაზიის მიდებარე ტერიტორიაზე.
ინგოროყვას კლინიკის ექიმი – მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში, მოხდა დამუშავება, გაკერვა – ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მარიამი გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები. „ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, […]
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო

სპეცრაზმმა სპეცტექნიკის გამოყენებით დაიწყო აქციის დარბევა – ამჯერად, უკვე რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზეც. შსს ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს გასცდა. დარბევაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და ძალოვნები მონაწილეობენ, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. სპეცრაზმი ფიზიკური ძალის გამოყენებით აკავებს მოქალაქეებს.
პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო ბათუმშიც

მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე ევროპასთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის შეჩერებაზე, მოქალაქეები აპროტესტებენ ბათუმშიც.