აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და სპეცრაზმელების წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან. სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირის მიმართულებით უკვე თავისუფლების მოედანზე განთავსებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა. ამავდროულად ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის […]
აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდით აკავებს და წყლის ჭავლსაც იყენებს, ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. ტვ პირველის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს თავს სპეცრაზმი დაესხა. ის კლინიკაში გადაჰყავთ. ტვ პირველის ცნობით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი და უჭირს სუნთქვა. დაშავებულია ტელეკომპანიის ოპერატორიც. formulanews.ge
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა. მათ სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო დახმარებას უწევენ. დაშავებულებს შორის არის “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჯერ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი პირია საერთო ჯამში დაშავებული.
სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების ნაწილის პროტესტს იწონებს, შსს-ს კი მოუწოდებს არ დაშალოს აქცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართავს ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ძალა აქციის მონაწილეებს წინააღმდეგ, რადგან აქცია მშვიდობიანია. პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა იქამდე, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის დაშლას დაიწყებდა. „მე მინდა მივმართო სამართალდამცველებს, საპატრულო პოლიცია ვიცი, რომ რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, დანარჩენი მე მინდა მოგმართოთ, რომ თქვენ არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა […]
„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე იძალადეს

„TV პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს პოლიციელებმა მათ ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს. ძალადობის შედეგად დაშავდნენ: ოპერატორნი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. „ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ჟურნალისტებს. სიგნალი გაგვეთიშა, რადგან გატაცებულია გადამღები ჯგუფი. არ ვიცით სად […]
“მშვიდობასა ჰყოფდით” – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს: ▪️ ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. ▪️ მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი […]
“უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ გაგინებენ, ბიჭებო თავზევით ძალა უნდა იპოვოთ” – მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავებს სოლიდარობა გამოუცხადა და მიმართვა გააკეთა: “მე მესმის, ქართველი კაცისთვის, ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როდესაც გვერდით შენს მეგობარს, თანამშრომელს გისახიჩრებენ, საოპერაციო რომ ხდება ისე და ესეც პირველ რიგში დასაგმობი რამ არის. უმძიმესია! დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ, ესეც ზუსტად ვიცი, რატომ ვთქვი ახლა. უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ დედას და […]
ვიდეო: “3 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ, რატომ გვწირავ?” – აქციის მონაწილემ სპეცრაზმს მიმართა

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმთან მივიდა და მიმართა მათ: “3 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ, რატომ გვწირავ?”.
ვან ნისტელროი “ლესტერს” ჩაუდგა სათავეში

48 წლის რუდ ვან ნესტელროი “ლესტერის” მწვრთნელად დანიშნეს, – იტყობინება კლუბის საიტი. ნიდერლანდელს კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. ზაფხულიდან ის “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, 28 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე დროებითი მწვრთნელი იყო, მას შემდეგ კი, რაც გუნდს რუბენ ამირიმი ჩაუდგა სათავეში, კლუბი დატოვა. ის ადრე პსვ-ს ხელმძღვანელობდა. “ლესტერი” 12 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა.
აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და სპეცრაზმელების წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან. სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირის მიმართულებით უკვე თავისუფლების მოედანზე განთავსებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა. ამავდროულად ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის […]