მდინარაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: აქციას მუხტი დააკლდა, ეხმარებიან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ “აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან”. მდინარაძის მტკიცებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებას შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “ინაუგურაციამდე ასწრებენ”. “პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: 1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – კიდევ რამდენჯერ ავირჩევთ რუსეთთან წაგებას? კიდევ რამდენი მილიონი ადამიანი უნდა მივატოვოთ რეპრესიისთვის? რატომ უფრო რთულს არ ვხდით კრემლისთვის არჩევნების მიტაცებას და დემოკრატიების ერთმანეთის მიყოლებით მოხრჩობას?

რატომ უფრო რთულს არ ვხდით კრემლისთვის არჩევნების მიტაცებას და დემოკრატიების ერთმანეთის მიყოლებით მოხრჩობას? – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „კიდევ რამდენჯერ ავირჩევთ რუსეთთან წაგებას? კიდევ რამდენი მილიონი ადამიანი უნდა მივატოვოთ რეპრესიისთვის? რატომ უფრო რთულს არ ვხდით კრემლისთვის არჩევნების მიტაცებას და დემოკრატიების ერთმანეთის მიყოლებით მოხრჩობას?“ – წერს ლანდსბერგისი.
რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური, შეიქმნას დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველო კრიზისშია, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის ლიდერების, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ევროპული გზის მიმართ ღალატით”. ევროპარლამენტარი კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ გეგმას წარადგენს. მისი აზრით, ყველა პასუხისმგებლობიანმა ქართველმა, მათ შორის მმართველი „ქართული ოცნების“ წევრებმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. „პირველი […]
პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება – საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჩააყენეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება ხდება. შსს-ს გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგებიან. აღნიშნული გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ძალების მისამართით ბოთლები, ქვები და სხვა ნივთები ისროლეს. ისინი ასევე, იყენებენ პიროტექნიკას და უშვებენ ფერად კვამლს.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო – ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც

პარლამენტის უკანა შესასვლელთა განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც. თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია თანამდებობას ტოვებს. მას ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ნეტგაზეთს ამის შესახებ ორმა წყარომ აცნობა. ცნობისთვის, თემურ ჯანჯალია საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის 9 ივნისიდან ის მინისტრის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, რომ თანამდებობა დატოვეს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ […]
“ვდგავართ ევროპულ გზაზე ქართული ღვინის სამსახურში” – ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ჩატარება შეცვლილი სამუშაო ფორმატით მოხდება

ასოციაცია ქართული ღვინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ჩატარება შეცვლილი სამუშაო ფორმატით მოხდება.
,,აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ,,ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია“ – პრეზიდენტი

,,აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ,,ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია“ – პრეზიდენტი პრეზოდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს: ,,აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ,,ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით – რუსეთისკენ მიდის”
,, თუ დღეს ღამე ისევ მოხდა დარბევა და მოხვდებით “თავისუფალ თეატრთან” იცოდეთ, რომ თეატრის კარები თქვენთვის ღიაა!” – ავთო ვარსიმაშვილი

,, თუ დღეს ღამე ისევ მოხდა დარბევა და მოხვდებით “თავისუფალ თეატრთან” იცოდეთ, რომ თეატრის კარები თქვენთვის ღიაა!” – ავთო ვარსიმაშვილი რეჟისორო ავთო ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მეგობრებო! თუ დღეს ღამე ისევ მოხდა დარბევა და მოხვდებით “თავისუფალ თეატრთან” იცოდეთ, რომ თეატრის კარები თქვენთვის ღიაა!”
ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს – ალტა

ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს – ალტა ალტა განცხადებას ავრცელებს: საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს #ძალაევროპაშია