აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ – სახელმწიფო დეპარტამენტი

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები და […]
ცოტა ხანში ქართული დიპლომატიური სამსახურებისათვის პრაქტიკულად დაიკეტება ყველა დასავლური პოლიტიკური სისტემა – ზურაბ გურული

„ნეტავ ამერიკაში მყოფი ქართველი “მეოცნებეები” თუ აცნობიერებენ რა გამოაცხადა მეთიუ მილერმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტით. ახლა გასაგებია რატომ გადადგა ელჩი. ცოტა ხანში ქართული დიპლომატიური სამსახურებისათვის პრაქტიკულად დაიკეტება ყველა დასავლური პოლიტიკური სისტემა. ევროკავშირი + აშშ და საქართველო უკვე სრულებით იზოლირებულია პლანეტის ცივილიზებული სივრციდან. არ ვიცი, თუ დარჩა საქართველოში მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს ჩვენს სახელმწიფოებრივ კატასტროფას. […]
ეს არ არის „უგუნურთა“ პროტესტი! ეს არის მომავალი თაობის არჩევანი – პაატა ღაძაძე

„ეს არ არის “უგუნურთა” პროტესტი ! ეს არის მომავალი თაობის არჩევანი ! ძალადობით ძალადობას რომ მოიმკი ხომ უნდა იცოდე ! ეს მხოლოდ ახალი არჩევნებით გრძელდება და რუსეთის დაისით მთავრდება !“, – წერს პაატა ღაძაძე.
ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან, რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან, რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. „პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: 1. […]
მამუკა მდინარაძე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე – ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან, რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას. მამუკა მდინარაძე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ექვს პუნქტს გამოყოფს. “პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: 1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ […]
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-მსვლელობით დაბრუნდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო სტრატეგიული პარტნიორებს კარგავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა, რომელიც ქვეყანას მართავს და რუსეთისკენ მიჰყავს. „აჭარის მთავრობის სახლთან ვაგრძელებთ პროტესტს, მნიშვნელოვანია, რომ ცივილურმა სამყარომ გაიგოს ჩვენი ხმა. საქართველოს გზა არის ევროპა და არ დავუშვებთ სხვას. გაიგოს არალეგიტიმურმა […]
თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.
ანდრიუს კუბილიუსი – საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება

საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება და გადაუხვიონ ევროპულ გზას, – ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველი ხალხის კონსტიტუციური ნების ამგვარმა ღალატმა შექმნა ეს ღრმა პოლიტიკური კრიზისი“, – წერს კუბილიუსი.
ბადრი ჯაფარიძე – თუ ვინმე ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერს პუტინისტურ, ოკუპაციურ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება

სამწუხაროა, მაგრამ ეს იქნება დროებითი. როგორც კი „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და გაღრმავდება აშშ-სთან,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს პუტინისტური ხელისუფლება და ცხადია, რომ ასეთ ხელისუფლებასთან არცერთი ცივილიზებული პარტნიორი ურთიერთობას არ გააგრძელებს. „ამიტომ […]
მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „რუსულმა ოცნებამ” კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა – უკან დასახევი გზა მოჭრილია, დაინიშნოს ახალი არჩევნები!

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას. “აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” კრემლის დავალება პირნათლად […]