როგორი იქნება “ტორინოსთან” “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ტორინოს” დაუპირისპირდება. Repubblica წერს, რომ ნეაპოლური კლუბის მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას ისევ სასტარტოში დააყენებს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport-ი. გამოცემის ცნობით, “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება, როგორიც “რომასთან” მატჩში იყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. შეხვედრა “ოლიმპიკო დე ტორინოზე” თბილისის […]
შსს – აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, შსს იძულებული გახდება, გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება […]
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. ბოლო რამდენიმე წუთში მომიტინგეების მისამართით წყლის გაშვება რამდენჯერმე მოხდა. საპოლიციო ძალები ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. თავის მხრივ, აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. ასევე, დემონსტრანტები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან სპეციალური ეკიპირებით იმყოფება, მათ შორის უკეთია ნიღბები. აღსანიშნავია ისიც, […]
საპატრიარქო – 29 და 30 ნოემბერს, მოქალაქეებს მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდათ ქაშუეთის ტაძარში შესვლის საშუალება, ტაძარი ამჟამადაც ღიაა ნებისმიერი მოქალაქისათვის – უფალმა დაიცვას და მოანიჭოს ჩვენს ერს მშვიდობა!

მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს 29 და 30 ნოემბერს, ღამით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაკეტილი იყო და აქციის მონაწილეებს იქ შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ამასთან, განცხადების თანახმად, გარკვეული პირები ასევე ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მავან სასულიერო პირებს სურდათ ტაძარში […]
გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ კრიტიკულად აუცილებელი

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას, – ამის შესახებ ”გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს განცხადებას, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად […]
სპეცრაზმმა მოქალაქეების დარბევა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე – ე.წ. რობოკოპები გამოიყვანეს. აქციის მოანაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება: ,,ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით […]
,, თუ გინდათ, რომ პოლიციის სრული პარალიზება მოახდინოთ, წინ ვანო მერაბიშვილი დაიყენეთ და მე განახებთ რომელი გაბედავს მის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას!!” – ირინე გოგოსაშვილი

,, თუ გინდათ, რომ პოლიციის სრული პარალიზება მოახდინოთ, წინ ვანო მერაბიშვილი დაიყენეთ და მე განახებთ რომელი გაბედავს მის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას!!” – ირინე გოგოსაშვილი ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი: ,,დანიშნული ოპოზიცია კი ხართ, მაგრამ ერთ შპარგალკას მოგცემთ… თუ გინდათ, რომ პოლიციის სრული პარალიზება მოახდინოთ, წინ ვანო მერაბიშვილი დაიყენეთ და მე განახებთ რომელი გაბედავს მის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას!! […]
,,მოამბის” ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა ,,პირველი არხი” დატოვა

,,მოამბის” ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა ,,პირველი არხი” დატოვა ,,მოამბის” ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა ,,პირველი არხი” დატოვა. გუშინ ჟურნალისტი წერდა: ,,მედიის გამართული, ძალადობის გარეშე მუშაობა აუცილებელია როგორც მაყურებლისთვის, თავად სახელმწიფოსთვისაც. მეტიც, დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი მხარის თავდასხმისას. დაუშვებელია რაც ხდება მედიის წინააღმდეგ! სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს.”
“მომიტინგეებს არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ დაუზიანებიათ და არც ერთი მანქანის უკანა შუქი არ დაუმსხვრევიათ” – ფადი ასლი

“მომიტინგეებს არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ დაუზიანებიათ და არც ერთი მანქანის უკანა შუქი არ დაუმსხვრევიათ” – ფადი ასლი ბიზნესმენი, ფადი ასლი: ყველაზე მეტად გუშინ საპროტესტო აქციების დროს, მიუხედავად იმ დრამისა ის იყო, რომ მომიტინგეებს არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ დაუზიანებიათ და არც ერთი მანქანის უკანა შუქი არ დაუმსხვრევიათ. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ხშირად ხდება დასავლეთის […]