ესტონეთის საგარეო უწყება – გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და სხვა საჯარო მოხელის მიმართ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და სხვა საჯარო მოხელეებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. „გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და სხვა საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც დაუღალავად მუშაობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ახლა ხედავს, რომ მუშაობის ნაყოფს ართმევენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აქციებს მხარს უჭერს, ქართული ფილმების ჩვენებას აუქმებს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებზე ძალადობას გმობემ, კატეგორიულად ემიჯნებიან ქართული ოცნების გაცხადებულ პოლიტიკასა და ფილმების ჩვენებას აუქმებენ. განცხადების თანახმად, პარტნიორებისა და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო კი ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით. “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. “პერსონალურ მონაცემთა დაცვა, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვანი გარანტი, ევროპული ღირებულებების მონაპოვარია. ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ევროპული ღირებულებების ერთგულნი. გვეამაყება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის მიერ შეტანილი წვლილი. როგორც საჯარო მოხელეები, ვაცნობიერებთ ხალხისა […]
“მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია” – ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება. აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა. ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას. მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან […]
ზალკალიანის გადადგომას “ამერიკის ხმას” ორი წყარო უდასტურებს

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ხმას” საქმეში ჩახედულმა ორმა წყარომ დაუდასტურა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ცნობა ამ ფაქტის შესახებ პირველად ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. მანამდე, თანამდებობა დატოვეს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა […]
“თუ მომიტინგეები გააგრძელებენ ძალადობას, შევწყვეტთ აქციას” – შსს-ს მორიგი მუქარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს გასცდა. შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა “საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები დააზიანეს” და “პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობენ”. “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა. აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოეხატათ მშვიდ […]
ისლამისტებმა კონტროლი დააწესეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაზე

სირიაში ისლამისტურმა ანტისამთავრობო დაჯგუფებებმა პროთურქული „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, კონტროლი დააწესეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით. ჯიჰადისტებმა დაიკავეს ალეპოს პროვინციის დიდი ნაწილიც. სირიის არმიის ჯარისკაცებს, რომლებსაც პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აკონტროლებს, დისლოკაციის შეცვლა მოუწიათ. ამავე დროს სირიის ტელევიზია იუწყება, რომ მხოლოდ დღეს […]
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, ხვალ 17:00 საათზე ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდება. “ძალების აღდგენა გვჭირდება, ეს არის რუსული მთავრობა. ხვალ, უფრო მაქსიმალურად შემართებული დავბრუნდეთ. 17:00 საათზე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპისთვის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ამასთან, აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმი კვლავ რჩება.
დაიწყო დემონსტრანტების დაშლა, შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ კანონიერ მითითებენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 00:43 წუთისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა. უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისვრიან პიროტექნიკას, რის შედეგადაც პარლამენტის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ცეცხლი: „ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო […]
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა

გადადგა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე. ინფორმაციას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ის თავად ავრცელებს X-ში; „გადავდექი ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობდიდან. პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“, – წერს იგი. ელჩების გადადგომის ფონია საქართველოს მთავრობის […]