პირველად… “გარეჯი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა

საგარეჯოს “გარეჯი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. კლუბის ისტორიაში პირველად. გარეჯმა რანგით მეოთხე ლიგიდან დაიწყო და აი, ეტაპ-ეტაპ გადავიდა. ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის წინ გარეჯი 4 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ხობის “კოლხეთთან” გამარჯვება ჰყოფნიდა, რათა გაენაღდებინა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლა. საგარეჯოელები სენეგალელი მუსა სამასას გოლით იგებდნენ, შემდეგ ხობელთაგან გია აფხაზავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს, “გარეჯი” […]

სპეცრაზმმა მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდებით დაკავება დაიწყო

სპეცრაზმმა მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდებით დაკავება დაიწყო ჭიჭინაძის ქუჩაძე, სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდებით აკავებს აქციის მონაწილეებს – კადრებში, რომელსაც “პირველების” რედაქცია იღებს, ჩანს მინიმუმ სამი ახალგაზრდა კაცის დაკავება. ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებიან. განსაკუთრებულად აქტიურობენ, გდდ-ის თანამშრომლები, რომლებსაც მედია ე.წ. მორბენალებს უწოდებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მანამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუშვა. ამასთან, პარლამენტის წინა მხარეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის შემაღლებული ნაწილიდან ჩამოვარდა და დაშავდა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, „ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეს პოლიცია დაედევნა, მას კი ფეხი აუცდა, ჩამოვარდა და სახე ბეტონის კონსტრუქციას ჩამოარტყა“. დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა […]

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილზე ბარიკადები მოაწყვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილზე ბარიკადები მოაწყვეს. ამ მიზნით მომიტინგეებმა ქუჩებში დადგმული სკამები, ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი შეაგროვეს. პარალელურად, პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია. სპეცდანიშნულების რაზმი პროტესტის მონაწილეების მისამართით პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს. აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს პარლამენტის შენობის ფანჯრიდანაც. აღნიშნულ ოთახში, არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სამზარეულოა განთავსებული. […]

„ვგმობ მომიტინგეებზე ძალადობას“ – კომუნიკაციების კომისიის წევრი

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე განცხადებას ავრცელებს მიმდინარე მოვლენებზე. იგი გმობს „მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას“. „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მივიჩნევ, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხის გადადება, დღის წესრიგიდან მოხსნა ან არდაყენება ვერ უზრუნველყოფს […]

გახარია აშშ-ს ივანიშვილის და „ოცნების“ სანქცირებას მოუწოდებს

გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები. „აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა – ბიძინა ივანიშვილის დღის […]

“მოძალადე ჯგუფები” – შსს-ს განცხადება

“მოძალადე ჯგუფები” – შსს-ს განცხადება შსს განცხადებას ავრცელებს: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა. აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოეხატათ მშვიდ ვითარებაში, თუმცა საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერების საშუალებით ნათლად ხედავს, რომ შეკრებილები მასიურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს […]

,, ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ – კრიტიკულად აუცილებელი” – გიორგი გახარია

,, ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ – კრიტიკულად აუცილებელი” – გიორგი გახარია გიორგი გახარია აშშ-ს განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე, ასე ეხმაურება: ,,ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა – ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა. ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული […]

ბადრი ჯაფარიძე – გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც პუტინისტური ხელისუფლების გამო, ვკარგავთ ყველა პარტნიორულ, მეგობრულ ურთიერთობას – ეს არის დროებითი!

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება არის დროებითი – “ქართული ოცნების გასტუმრებამდე”. მისი თქმით, ქვეყანა ურთულეს პერიოდს გადის, როდესაც “პუტინისტური ხელისუფლების” გამო ყველა პარტნიორს კარგავს. “ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმდა. გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც “ქართული ოცნების” პუტინისტური ხელისუფლების გამო, ჩვენ ვკარგავთ ყველა […]

პარლამენტის წინ, აქციაზე პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა

პარლამენტის წინ, აქციაზე პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა. დემონსტრანტის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის პარლამენტის ეზოში პიროტექნიკას ისროდა. პარალელურად, პარლამენტის უკანა მხარეს სპეცრაზმი პერიოდულად აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლას ცდილობს. მომიტინგეები კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელოვნურ ბარიკადებს აწყობენ.