პარლამენტის მიმდებარედ ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა. მომიტინგეები რიგ შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან, რიგ შემთხვევაში კი მათ დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმები ცდილობენ. აქციის მონაწილეებს გაზის გაშვების შედეგად უჭირთ სუნთქვა. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების ნაწილმა თავი ქაშუეთის ტაძრის ეზოს და კელიებს შეაფარა. გარდა გაზის გაშვების შედეგად მიღებული ინტოქსიკაციისა, აქციის მონაწილეებს ექიმების […]

პრეზიდენტი – მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში – არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს”, რათა გააჩუმოს ქართველები. “მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის”, – წერს პრეზიდენტი X-ზე.

თავისუფლების მოედანზე მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტისკენ დაიძრა, უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე განლაგდა

თავისუფლების მოედანზე მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტისკენ დაიძრა, უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან, რუსთაველის გამზირზე განლაგდა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარედ ჯებირები აღმართეს, რათა სპეცრაზმის გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეების მიერ მიტანილი ნივთებისგან გაწმინდეს. ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. პარლამენტის მიმდებარედ პერიოდულად უშვებენ ცრემლსადენ გაზს, ისვრიან გაზის […]

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ: ,,შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ათწლეულების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა. საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების […]

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს – სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის გამოც დემონსტრანტების ნაწილს პირველადი დახმარება სჭირდებათ. მომიტინგეების ნაწილს სუნთქვის პრობლემები აქვს. ასევე, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ადგილი აქვს სპეცრაზმსა დააქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. საპოლიციო ძალებმა ადგილზე რამდენიმე პირი უკვე დააკავეს, რა პროცესიც ახლაც გრძელდება. აქციის მონაწილეების დაკავებას სხვა მომიტინგეების მხრიდან პროტესტი ახლავს. პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარდა, ინციდენტებს აქვს ადგილი ჭიჭინაძისა […]

RS: მთავრობის განცხადება მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ევროინტეგრაციის შეჩერებაა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები არიან. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. „ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ათწლეულების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული […]

შსს იწყებს აქციის სრული მასშტაბით დაშლას – საია

საია განცხადებას ავრცელებს და შსს-ს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს: ,,სიცრუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (00:37), რომ აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი. ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანად გამოხატავს თავის პროტესტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საპოლიციო ძალებს არ აქვთ აქციის დაშლის უფლება. ეს განცხადება და უკვე გამოყენებული წყლის […]

“4 მოზარდი გაიტაცეს, ერთს თავი ქვით გაუტეხეს” – რას ჰყვებიან მომიტინგეები და რა გეგმა აქვს მთავრობას

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი აქციაა. ცნობისთვის, აქციის დასაწყისშივე, პარლამენტთან ელექტროენერგია იყო გამორთული. ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია დღეს, რომ დასავლეთ საქართველოდან მოჰყავდათ დამატებითი საპოლიციო ძალები. გამომდინარე იქედან, რომ აქციებია ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმში, შესაბამისად, შსს-ს ახლა იქაც სჭირდება ძალები. უცნობია, მართლა საპოლიციო ძალები მოჰყავდათ, თუ არა. აქციის მონაწილეებს შიგადაშიგ ასხამდმენ მოქალაქეებს გაზს, წყალს. ადგილზე მყოფი […]

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს – სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აკავებს

რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის გამოც დემონსტრანტების ნაწილს პირველადი დახმარება სჭირდებათ. მომიტინგეების ნაწილს სუნთქვის პრობლემები აქვს. ასევე, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ადგილი აქვს სპეცრაზმსა დააქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. საპოლიციო ძალებმა ადგილზე რამდენიმე პირი უკვე დააკავეს, რა პროცესიც ახლაც გრძელდება. აქციის მონაწილეების დაკავებას სხვა მომიტინგეების მხრიდან პროტესტი ახლავს. პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარდა, ინციდენტებს აქვს ადგილი ჭიჭინაძისა […]

ბათუმის მერიის 17 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს , – ეს განცხადება ბათუმის მერიის თანამშრომლთა ნაწილმა ერთობლივად გაავრცელა. “ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ […]