,,მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა” – თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ: თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ასევე ვთვლით, რომ მიუღებელია ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და […]

აქციაზე პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა. ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო

“მომკლეს ცემაში, თავში მირტყეს, ნაცებმა რაც გამიკეთეს, იგივე გამიკეთეს ამათაც” – გიორგი გაბედავა

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, რომელიც გუშინ აქციაზე სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებდა სოციალურ ქსელში და ქართული ოცნების მომხრეები და წევრები, მათ შორის, გია ვოლსკიც, უმტკიცებდნენ, რომ რუსთაველზე მშვიდობიან ადამიანს სპეცრაზმი არ ეხება, და ნხოლოდ მათ უსწორდება, ვინც, თურმე, კანონს არღვებს, ამბობს, რომ სრულიად მშვიდობიანად გავიდა დღეს აქციაზე და სპეცრაზმა სასტიკად სცემა. მომკლეს, ბიჭებო, ცემაში, არაფრის […]

ნიკა მელია – პლასტმასის კაცები, „რობოკოპები“ ვერ გაიმარჯვებენ, გამორიცხულია – მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს თბილისზე

პლასტმასის კაცები ანუ „რობოკოპები“ ვერ გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. მოსკოვი ვერ გაიმარჯვებს თბილისზე, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, გაზი, ხელკეტი და წყლის ჭავლი ხალხის ძალაზე ძლიერი არაა. „გაუშვეს მართლა სულის მხუთავი აირი. დაიწამლა ხალხი. არაადამიანურ რესურსს დებს ყველა აქ მყოფი დემონსტრანტი ამ თავისუფლების მოძრაობაში. გაზი, ხელკეტი, წყლის […]

,, ეს იყო ჯოჯოხეთი” – ვიკა ბუკია აქციიდან

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,ჭიჭინაძიდან ათასობით ადამიანი გამოიქცა, რუსთველზე ზღვა ხალხი იყო და მივაწყდით მათ. დავინახე ერთი ბიჭი როგორ ჩავარდა მიწისქვეშა გადასასვლელში, მოგვსდევდნენ, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა, გადაურეს ერთმანეთს, ჭყლეტა ჯოჯოხეთური, მეგონა რომ უბრალოდ მორჩა, და აქ და ახლა უნდა მოკვდე ხალხის მასაში, ყველა მხრიდან გვაწვებიდნენ და ამ დროს, ხალხნო, ასეთ ჯოჯოხეთში დაიწყეს გაზის კაპსულების სროლა, ყველა […]

,, თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო?” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს “ქართული ოცნების” მავნებლობისგან. დაიღალა ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში მოფიქრებული და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია უკვე, როგორც მდაბიო ჯალათები ფსიქოლოგიურად აწამებენ ხალხს. სისტემატურად და მიზანმიმართულად აკეთებენ რაღაც წარმოუდგენლად ცუდს, დამთრგუნველს, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს. თან ისე ჯალათურად, რომ […]

პირველი არხის ჟურნალისტები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეების გამოსვლის შემდეგ სტუდიაში პირველი არხის ჟურნალისტები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა. “რაც დღეს ვნახეთ, იყო სრული მარაზმი”, – თქვა პირველი არხის ჟურნალისტმა, მაკა ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული პროტესტის შესახებ. 30 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გაიმართა. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის […]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, აქციის დაშლის ღონისძიების დროს, შეუძლოდ გახდა ოპერატორი გიორგი შეწირული. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. ამავე ცნობებით, მას, სავარაუდოდ, […]

ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის გამოყენებაზე – ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება… ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მისამართით პიროტექნიკის გამოყენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება საქართველოში არ გამოუვათ, „იმიტომ, რომ ეს […]

პარლამენტის მიმდებარედ ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა. მომიტინგეები რიგ შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან, რიგ შემთხვევაში კი მათ დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმები ცდილობენ. აქციის მონაწილეებს გაზის გაშვების შედეგად უჭირთ სუნთქვა. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების ნაწილმა თავი ქაშუეთის ტაძრის ეზოს და კელიებს შეაფარა. გარდა გაზის გაშვების შედეგად მიღებული ინტოქსიკაციისა, აქციის მონაწილეებს ექიმების […]