აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს – საავტომობილო გზა გადაკეტილია

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმათება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან […]

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს სთავაზობს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ საქართველოს კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექიკური მთავრობის შექმნა მიაჩნია. სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), ევროპარლამენტარი წერს, რომ მას, როგორც ადამიანს, ვისაც სწამს ევროპული ღირებულებებისა და როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შეუძლია ჩუმად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი სიტყვებით, […]

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ გზები. როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც გაგრძელდება. შეგახსენებთ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. ამასთან, კვლავ რჩება სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანზე. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რადიო თავისუფლების პროდიუსერი პოლიციამ პარლამენტთან დააკავა

ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობს, გაარკვიოს, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. ის პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს. რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. ის რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების […]

რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე სპეცრაზმი განლაგდა

რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე სპეცდანიშნულების რაზმი განლაგდა. პარალელურად, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან რესპუბლიკის მოედანზე სპეცტექნიკასთან ერთად. მანამდე სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გამთენიისას პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, მომიტინგეები ლოკაციას იცვლიან

გამთენიისას, 07 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლეს. სავარაუდოდ, აპირებენ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობას. მომიტინგეებმა ღამე აქციაზე გაათენეს, სადაც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებასთან დაკავშირებით. აქციის მოთხოვნაა ახალი არჩევნები. პოლიციამ ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა აქცია […]

სპეცრაზმი პარლამენტის ტერიტორიიდან ოპერის მიმართულებით დაიძრა – მომიტინგეების მიმართ ისმის გაფრთხილება – “დაიშალეთ!”

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის ტერიტორიიდან ოპერის მიმართულებით დაიძრა, სადაც აქციის მონაწილეები არიან გამაგრებული. საპოლიციო ძალებს უკან სპეცტექნიკაც მიჰყვება. ისინი უკვე აქციის დაშლის ღონისძიებაში ჩაერთნენ. გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალიც.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურად, ლაღიძის ქუჩაზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩაზე – ლაღიძეზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და, ასევე, სპეცტექნიკა. აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარედ ხელოვნურ ბარიკადებს ქმნიან. რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ ის სპეცრაზმთან ახლოს მივიდა.

სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა. საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.