სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურად, ლაღიძის ქუჩაზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩაზე – ლაღიძეზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს.
პარალელურად, თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და, ასევე, სპეცტექნიკა.
აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარედ ხელოვნურ ბარიკადებს ქმნიან.
რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ ის სპეცრაზმთან ახლოს მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია