“გადადგნენ ლიდერები, შეიქმნას დროებითი მთავრობა” – იუკნევიჩიენეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, საქართველო კრიზისშია, რომელიც ქვეყნის ლიდერების, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ევროპული გზის მიმართ ღალატით” არის გამოწვეული. ევროპარლამენტარი კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ გეგმას წარადგენს. “მე, როგორც ევროპული ღირებულებების ნამდვილი მხარდამჭერი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი, არ შემიძლია უბრალოდ ჩუმად დავაკვირდე იმას, რაც ახლა ხდება საქართველოში. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს […]
რუსთაველის გამზირზე განლაგებულმა სპეცრაზმმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს – მომიტინგეები ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ, როცა მათი დაკავება მოხდა

რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან“ განლაგებულმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს. მომიტინგეები ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ, როცა მათი დაკავება მოხდა. რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ დროისთვის არსებულ ზოგად ვითარებას, აქციის მონაწილეები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. დემონსტრანტები სხვადასხვა ნივთს წვავენ, ამასთან, აღმართული აქვთ ხელოვნური ბარიკადები. სპეცრაზმის თანამშრომლები პერიოდულად პირებს, რომლებიც მათ სიახლოვეს მიდიან, აკავებენ.
პირველი არხი იუწყება, რომ აქციაზე პიროტექნიკით დაზიანდა მათი ფოტორეპორტიორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს მათი თანამშრომელი დაშავდა. ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული. „ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს“, – წერია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის […]
“წინ ევროპისკენ!” – “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი

“წინ ევროპისკენ!” – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი ალექსი მატუა სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მომავალი ევროკავშირშია”, – წერს მატუა სოციალურ ქსელში. უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.
სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს ტოვებენ, თუმცა, საბოლოოდ, ისევ უკან ბრუნდებიან

სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების ინტენსიურად გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად ტოვებენ, თუმცა, საბოლოოდ, ისევ უკან ბრუნდებიან. შესაბამისად, აქციის არა ერთგზის დაშლისა და რუსთაველის გამზირის არა ერთხელ გაწმენდის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დემონსტრანტები კვლავ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე რჩებიან. ადგილზე ისევ მობილიზებულია სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი. მომიტინგეებს რუსთაველის გამზირს […]
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს, – აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა. „00:37 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და […]
ესტონეთის საგარეო: მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ქართველ დიპლომატსა თუ საჯარო მოხელეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს. “ყველა ქართველ დიპლომატსა თუ სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ – ახლა ისინი ხედავ, თუ როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს”, – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, არიან დაშავებულები – მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, შესაბამისად, ისევ არიან დაშავებულები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან, სადაც ექიმები დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი უკიდია მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს. აქციის მონაწილეები ძირითადად ნაგვის ურნებს წვავენ. […]
,, აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ხანძრის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა – შსს

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ. საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე “ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს […]
,,არის ასეთი საფრთხე“ – ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე: ,,არის ასეთი საფრთხე: ქოცები მაგარი შეშინებულები არიან, ასეთი შერყეული რეჟიმი არასდროს ყოფილა, ჩამოქცევამდე რამდენიმე ნაბიჯია. ისინი ხედავენ რა გამოიწვია ადამიანის თავით ფეხბურთის თამაშმა. ამიტომ, შეიძლება დღეს დარბევა საერთოდ არ იყოს და მღებრიშვილის ძაღლობამ თავი მოთოკოს. არ შემოსცხოთ გამარჯვების ყიჟინა და არ გაჩერდეთ. არაფრის […]