ევროპარლამენტარი საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ საქართველოს კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექიკური მთავრობის შექმნა მიაჩნია. სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), ევროპარლამენტარი წერს, რომ მას, როგორც ადამიანს, ვისაც სწამს ევროპული ღირებულებებისა და როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შეუძლია ჩუმად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი სიტყვებით, […]

“რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია” – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. აქვე ვკითხულობთ, რომ სწორედ ცენტრში დაცული, საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს საქართველოს ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა […]

გაწევრების შეჩერება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – საჯარო რეესტრის თანამშრომლები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 235-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკება. განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა ცვალებადია და განცხადება ხელმოსაწერად ღია არის სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომლისთვის. საერთო განცხადებაში თანამშრომლები ხაზს უსვამენ, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. “მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა. […]

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას. საპატრიარქოს განმარტავს, რომ ქაშუეთის ტაძარი ღიაა […]

“რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია” – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და წერს, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა. ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას“, – ამბობენ ისინი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ხელმოწერები კვლავ ემატება, ვკითხულობთ, რომ სწორედ ცენტრში დაცული, საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები […]

“არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ 30 ნოემბერს “ფეისბუქპოსტი” გაავრცელა: “მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და […]

საპატრიარქო – სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას. საპატრიარქოს განმარტებით, ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული […]

ევროპელი დონორების დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 10 მლრდ ლარია – TCRC

საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 10 მილიარდი ლარია და ეს პროექტები შესაძლოა გაჩერდეს, – ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი იუწყება. როგორც ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამ დაფინანსების ეკონომიკყურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სვამს რიტორიკულ კითხვას: “რომ არა დონორების დახმარების გარეშე ამ პროექტების განხორციელება, სად აღმოვჩნდებით? ამ პროექტების გარეშე შესაძლებელია “ორი ფეხით” შევიდეთ […]

არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს ხალხის გასაჩუმებლად – პრეზიდენტი აქციიდან ბოლო ცნობებს აფასებს

აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. გადაკეტილი აქვთ გზები. აქციის მონაწილე მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს […]

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე მათი პროდიუსერი ბექა ბერაძე დააკავეს, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი, ბექა ბერაძე პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. „ბექა ბერაძის ძმა, თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია“,-წერს „რადიო თავისუფლება“.