თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილი ემიჯნება “ოცნების” გადაწყვეტილებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი ემიჯნებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ასევე, ეწინააღმდეგებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივ ქმედებებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ. “კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ აკადემიურ საბჭოს, […]
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი – ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია – დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს […]
ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „თანამდებობის […]
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებია

რუმინეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 31 პარტია მონაწილეობს. არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. პარტიებს მანდატების მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. კენჭისყრის დღემდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ამას შეძლებენ სოციალ-დემოკრატიული პარტია, „ალიანსი რუმინელების გაერთიანებისთვის“, „რუმინეთის ხსნის კავშირი“ და ნაციონალ-ლიბერალური პარტია. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი მანდატი სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს, თუმცა – არასაკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის და კოალიცია შექმნეს […]
“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა” – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან

“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა.” -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა ბრიტანულ მედიასთან და აღნიშნა, რომ ღრმა კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად ერთადერთი გეგმა ახალი არჩევნებია, რადგან არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყება და ქვეყნის ტოტალურად გარუსებას ცდილობს. პრეზიდენტმა ისაუბრა მოქალაქეების პროტესტზეც და […]
“მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი” – ზურაბიშვილი შესაძლო დაპატიმრების შესახებ კითხვაზე

“მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი, ამიტომ, ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ დღეს მმართველი პარტია არის იზოლირებული და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა ყველასთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარდამავალი პერიოდი ახალი არჩევნებისთვის და იმედი მაქვს, ისინი [ქართული ოცნება] ამას შეეგუებიან. ახალი არჩევნები ქართულ ოცნებას ძალაუფლებისგან სრულად არ გააძევებს, ის დარჩება იმდენად, რამდენ მანდატსაც მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს.” […]
Visioner: გასულ ღამეს აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა

Visioner-ის ინფორმაციით, 30 ნოემბრის საღამოს – პირველი დეკემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. “რაც დღეს მოხდა, სრული კატასტროფა იყო. აქციაზე, რომელსაც თითქმის 200 000 ადამიანი ესწრებოდა, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გაისროლეს. ამ ქმედებამ გამოიწვია ფართო პანიკა და გაზარდა ჭყლეტის რისკი,” – წერს Visioner-ი.
“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი ” – სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან

“ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა,” -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა ბრიტანულ მედიასთან და აღნიშნა, რომ ღრმა კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად ერთადერთი გეგმა ახალი არჩევნებია, რადგან არალეგიტიმურ ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყება და ქვეყნის ტოტალურად გარუსებას ცდილობს. პრეზიდენტმა ისაუბრა მოქალაქეების პროტესტზეც და […]
ზურაბ ჯაფარიძე – ხელისუფლება რუსეთის, ირანის, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გვერდით დგას, სწორედ ამის გამო შეაჩერა ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა – სამწუხაროდ, არა მარტო „ქართული ოცნება”, არამედ ქვეყანაც ექცევა უკვე იზოლაციაში

„ქართული ოცნება“ ისედაც არის უკვე საერთაშორისო იზოლაციაში. სამწუხაროდ, არა მარტო „ქართული ოცნება”, არამედ ქვეყანაც ექცევა უკვე იზოლაციაში, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რეალურად, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა, მაგრამ “ბრძოლის მოგების შემდეგ აშშ-სთან პარტნიორობა აუცილებლად აღდგება“. „დღეს ხელისუფლება რუსეთის, […]
დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს

საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თავად არიან. ისინი პრორუსული პოზიციიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, “უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს. „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, ისინი ახლა მომიტინგეების […]